დოლი პარტონმა სამი სიმღერა დაასახელა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობს

„ყველა სიმღერით ვამაყობ” – თქვა დოლი პარტონმა, შემდეგ კი არჩევანი სამ სიმღერაზე შეაჩერა
Dolly Parton Miller Mobley/NBC via Getty Images
Dolly Parton
Miller Mobley/NBC via Getty Images

ქანთრი მუსიკის დიდების დარბაზის წევრის, 78 წლის დოლი პარტონის სიმღერები ათწლეულების განმავლობაში ბილბორდის ჩარტში Hot Country Songs-ში მოწინავე ადგილს იკავებდა. რამდენიმე მათგანი დაუვიწყარ, ეპოქალურ ჰიტადაც იქცა, როგორიცაა: Three Doors Down, 9 to 5 და I Will Always Love You.  2020 წელს დოლი პარტონმა ავტორ და ჟურნალისტ რობერტ ოერმანთან ერთად წიგნი სახელწოდებით Songteller: My Life in Lyrics დაწერა,  რომელიც მისი მრავალი სიმღერის შექმნის ისტორიას გვიყვება.

The Guardian-თან ახალ ინტერვიუში ქანთრი მუსიკის ლეგენდარულმა მომღერალმა იმ სიმღერებზე ისაუბრა, რომლებითაც ყველაზე მეტად ამაყობს.

„ყველა სიმღერით ვამაყობ,“ — თქვა დოლი პარტონმა, შემდეგ კი არჩევანი სამ ყველაზე საყვარელ სიმღერაზე შეაჩერა.

„ყველაზე პირადი ჩემთვის ალბათ Coat of Many Colors არის, რადგან ის დედაჩემზე, ჩემს მშობლებზე და ჩემს ცხოვრებაზეა. სიმღერა ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა ბულინგი, მიმღებლობა და მსგავსი თემები.  რა თქმა უნდა, ჩემი კიდევ ერთი ფავორიტი სიმღერა Jolene არის. ვიღაცამ მითხრა კიდეც, რომ ბოლო 52 წლის განმავლობაში ეს სიმღერა დაახლოებით 450-ჯერ ჩაიწერა. ამით ძალიან ვამაყობ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა ასევე I Will Always Love You, რომელიც სასიყვარულო სიმღერაა და ძალიან მიყვარს.”  – ამბობს დოლი პარტონი ინტერვიუში.

სიმღერა Coat of Many Colors დოლი პარტონის მოგონებებით არის ინსპირირებული, თუ როგორ დასცინოდნენ მას სკოლაში, როდესაც დედამისის შეკერილი ქურთუკი ეცვა. დოლი პარტონის 1971 წლის ეს სიმღერა, ამავე სახელწოდების ალბომშია შესული. სიმღერამ ქანთრის ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო თავად ალბომი Top Country Albums-ის სიაში მეშვიდე ადგილზე პოზიციონირებდა.  რაც შეეხება სიმღერას Jolene, იგი 1974 წელს ჩარტების სათავეში აღმოჩნდა და 2014 წელს გრემის დიდების დარბაზში შევიდა.

ჰიტ სიმღერამ I Will Always Love  კი მრავალჯერ დაიკავა  Hot Country Songs-ის ჩარტებში მოწინავე ადგილი. პირველად ის ჩარტებში 1974 წელს მოხვდა, მეორედ 1982 წელს, 1995 წელს დოლი პარტონმა ვინს გილთან ერთად სიმღერის დუეტ ვერსია ჩაწერა, რომლითაც სიმღერა კვლავ ჩარტების მოწინავე ადგილზე აღმოჩნდა. აღსანიშნავია ასევე ამ სიმღერის  უიტნი ჰიუსტონისეული დაუვიწყარი ვერსია, რომელიც ფილმ The Bodyguard-შია გამოყენებული.  1992-1993 წლებში ბილბორდ 100-ის ჩარტში სიმღერა 14 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. 

1972 წელს საერთაშორისო ასოციაციიამ NSAI, დოლი პარტონს სიმღერისთვის Coat of Many Colors სიმღერების ავტორთა ჯილდო გადასცა. 2012 წელს სიმღერა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნული ჩანაწერების რეესტრში შევიდა, ხოლო 2019 წელს გრემის დიდების დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისში ბასტა რაიმსის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი