Tyler, The Creator ახალი ალბომის, Chromakopia-ს შექმნის პროცესზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს აქვეყნებს

მუსიკოსმა თავისი მესამე ალბომი 28 ოქტომბერს გამოსცა.
Tyler, the Creator, Mask Is Off: Chromakopia

Tyler, The Creator თავის ფანებს ახალ ვიდეოს უზიარებს, რომელიც მის შემოქმედებით პროცესს ასახავს. ვიდეოს ავტორი ლაზარო როდრიგესია, რომელმაც ასევე გადაიღო არტისტის კლიპი სიმღერაზე  Hot Wind Blows. ის ასევე იყო მუსიკალური ვიდეოს, Heaven to Me-ს ოპერატორი. 

Mask Is Off: Chromakopia – ასე ჰქვია ახალ ვიდეოს, რომელშიც ტაილერი თავის ახალ ალბომზე მუშაობის პროცესს წარმოგვიდგენს. ექვსწუთიანი  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოიცავს კადრებს, რომლებიც გადაღებულია მუსიკოსის სახლსა და სტუდიაში. მაყურებელი არტისტის ყოველდღიურობას ხედავს: როგორ უკრავს ის ინსტრუმენტებზე, როგორ მუშაობს პროდიუსინგზე, რეპავს, მღერის და ამზადებს მასალას, რომელიც შემდეგ სტუდიაში მუსიკალური ნამუშევრის სახეს იღებს. ვიდეოში ასევე ჩანან დენიელ სეზარი, Sexyy Red, Thundercat, Teezo Touchdown და სხვა ცნობილი მუსიკოსები.

დღესდღეობით იშვიათად ხდება, რომ ფანებს ალბომის შექმნის პროცესის გაცნობის საშუალება ეძლეოდეთ. ტაილერს თავად ახსოვს MTV-ისა და VH1-ის სიუჟეტები და დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს წამყვან არტისტებზე და ხშირად ხაზს უსვამს, რომ მუსიკოსებმა უფრო ხშირად უნდა ისაუბრონ თავიანთ შემოქმედებით პროცესზე. ამის შესახებ მან 2023 წელს Nardwuar-თან ინტერვიუში განაცხადა: „ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ, როდესაც მუსიკოსი მედიასთან მუსიკაზე დეტალურად საუბრობს, ხალხი ამას აღარ იღებს. აქ ჭორებზე ან სხვა თემებზე სასაუბროდ რომ მოვსულიყავი, ალბათ ხალხი ჩაერთვებოდა. არა, ჩვენ მუსიკაზე საუბარს უნდა დავუბრუნდეთ… ილაპარაკეთ თქვენს ალბომზე, ილაპარაკეთ თქვენს მუსიკაზე,” – თქვა Tyler, the Creator-მა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სტინგის თქმით, Diddy-ს მიერ Every Breath You Take-ის გამოყენებას მისი სიმღერა არ შეუბღალავს 

შემდეგი სტატია

Bloody Mary-ის ცნობილი ტრენდის შემდეგ ლედი გაგა სერიალ Wednesday-ს მეორე სეზონში მიიღებს მონაწილეობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბაკურ ბურდული-სადღაც ყოველთვის

ბაკურ ბურდულის სიმღერა „სადღაც ყოველთვის“

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სახელწოდებით „სადღაც ყოველთვის“ საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწერა, მუსიკოსმა ის Youtube პლატფორმაზე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი