Oasis 2025 წლის ტურნეს აზიურ კონცერტებს აანონსებს

გალაგერებს ამ ეტაპზე 38 შოუ აქვთ დაგეგმილი.
Oasis
Simon Emmett/Press

Oasis-ის წარმატებული დაბრუნება გრძელდება. ბოლო საკონცერტო თარიღების გამოცხადების შემდეგ, ბრიტანეთში, ირლანდიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, ჯერი აზიაზეც მიდგა. 

ახლახან ბენდის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე ბილბორდების ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ტოკიოსა და სეულში გამოჩნდა. ბილბორდები, ძმები გალაგერების შავ-თეთრი ფოტოთი, 22 ნოემბრის თარიღს აანონსებს. 

Oasis-მა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ბოლოს 2009 წლის გაზაფხულზე დაუკრა. როგორც ჩანს, აზიაში დაგეგმილი კონცერტები ავსტრალიის თარიღებთან იქნება ახლოს – 2025 წლის ნოემბერში.

ამ ეტაპზე ჯგუფის 2025 წლის ტურნეს ფარგლებში სულ 38 შოუა დაგეგმილი. ტურნე 4 ივლისს უელსში დაიწყება და, დღევანდელი მონაცემებით, ნოემბერში ბრაზილიაში დასრულდება. 

ბენდს ახალი მუსიკა 2008 წლის Dig Out Your Soul-ის არ გამოუშვია. ამ ეტაპზე Oasis-ს არც ახალი ჩანაწერის გამოცემა დაუდასტურებია და არც მერვე ალბომის თარიღი დაუანონსებია. სექტემბერში ლიამს გულშემატკივარმა ჰკითხა, ექნებოდა თუ არა ჯგუფს ახალი რელიზი. „დიახ, ის უკვე მზადაა,” – უპასუხა გალაგერმა, რომელსაც მეტი დეტალი არ გაუმხელია. თუმცა ამ კვირას ლიამმა ეს სიტყვები უკან წაიღო და თქვა, რომ იხუმრა. 

Oasis 2009 წელს დაიშალა. მანამდე წლების განმავლობაში იწერებოდა ძმები გალაგერების კონფლიქტსა და მწვავე მეტოქეობაზე. იმ წელს კი კულისებში ძმასთან ჩხუბის შემდეგ კომპოზიტორმა, გიტარისტმა და თანავოკალისტმა ნოელმა ბენდი დატოვა. მას შემდეგ ძმებს ერთად აღარ უმღერიათ, თუმცა თავიანთ სოლო კონცერტებზე ჯგუფის სიმღერებს ცალ-ცალკე მაინც ასრულებდნენ.

ამ ეტაპზე ბენდის ყველა დაგეგმილი შოუს ბილეთები სრულად გაყიდულია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დინ მარტინი ჰენრი გრაისი /FPG/Getty Images

დინ მარტინის საშობაო სიმღერა 72 წლის შემდეგ ჩარტებში მოხვდა

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსი ლედი გაგასა და Rosé-ს თანამშრომლობისა და „ისტორიის შექმნისთვის” მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი