რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

მიუხედავად იმისა, რომ დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ” 20 წლის წინ არის დაწერილი, აბსურდის თემატიკით, გროტესკითა და შავი იუმორით სავსე ნაწარმოები აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

22 ნოემბერს რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე თანამედროვე ქართველი დრამატურგის, ბასა ჯანიკაშვილის 20 წლის წინ დაწერილი პიესის, „მშვიდობით, თემურ”,  სპექტაკლის პრემიერა შედგა. გროტესკითა და შავი იუმორით სავსე პიესა აქტუალობას ახლაც არ კარგავს. მთავარი გმირი, ახალგაზრდა კაცი სახელად თემური, თავის მოკვლას გადაწყვეტს. სხვადასხვა პერსონაჟები  სპექტაკლში ეტაპობრივად შემოდიან და ნაცვლად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცს თავის მოკვლა გადააფიქრებინონ,  მას საქციელს უწონებენ და საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად თვითდესტრუქციისაკენ უბიძგებენ. 

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა, თავად სპექტაკლი კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ აქ შემოქმედებითი გუნდის უმეტესი ნაწილი სტუდენტია. სპექტაკლში მონაწილეობას მსახიობები კახა მიქიაშვილი და ვანო თარხნიშვილიც იღებენ, მსახიობთა დიდი ნაწილი კი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან: ვატო სანიკიძე, ირაკლი ჯიშკარიანი, მარიამ მღებრიშვილი, მაშიკო თვალაბეიშვილი,  ნინი ურუმაშვილი,  კესო დვალიშვილი და ნინა შონია.

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

სპექტაკლის რეჟისორი ზურაბ გეწაძე:

„პიესის თემა არის აქტუალური და ვფიქრობ, ბასამ ისეთი თემა მოძებნა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება, რადგან ყოველთვის არიან ადამიანები ჩვენ საზოგადოებაში, რომლებიც ცდილობენ სხვის ტრაგედიაზე მოაწყონ თავიანთი ცხოვრება, იპოვონ სარგებელი. ძირითადი თემა არის ეს, თუმცა ეს არის შავი იუმორითა და აბსურდის ელემენტებით გაჯერებული. პრინციპში, მე რომ მკითხოთ, ეს კლასიკური ტრაგიკომედიაა.”

დრამატურგი – ბასა ჯანიკაშვილი:

„როგორც აღმოჩნდა, ეს პიესა დაწერილია 20 წლის წინ. ნამდვილად არ მახსოვდა და ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე მალე გავიდა დრო. პიესა არის იმაზე, რაც 20 წლის წინ ხდებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დღესაც აქტუალურია ეს თემა. ჩვენს რეჟისორთან, ზურაბ გეწაძესთან ერთად ვიმუშავეთ, შევცვალეთ პატარა რაღაცები და იმედი მაქვს, მაყურებელი კარგად მიიღებს ამ სპექტაკლს.”

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

აბსურდის ელემენტებითა და შავი იუმორით გაჯერებული სპექტაკლი ნათლად წარმოაჩენს ადამიანის ხარბ, ანგარებიან თვისებებს, რომელიც სიკვდილისთვის წირავს კაცს, რათა საკუთარი ცხოვრება გაიუმჯობესოს. 

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე
„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლი „მშვიდობით, თემურ”  25 და 28 ნოემბერსაც გაიმართება.  ბილეთების შეძენა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არიანა გრანდე ფილმ Wicked-ის პრემიერაზე 2024 წლის 18 ნოემბერი, ლონდონი. Tim P. Whitby/Getty Images

არიანა გრანდეს აზრით ფილმ Wicked-იდან  მისი პერსონაჟი Glinda  გრძნობების გამოხატვას ერიდება

შემდეგი სტატია

Nick Cave Joel Ryan

ნიკ ქეივმა ბობ დილანის ტვიტს უპასუხა და მის კომპლიმენტს „სიხარულის მშვენიერი იმპულსი” უწოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი