Billboard არაბეთის პირველი მუსიკალური დაჯილდოება შედგა 11 დეკემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ მუსიკოსები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს არაბული მუსიკის ფორმირებაში და დაჯილდოვდნენ ის არტისტები, რომლებიც წლის განმავლობაში ბილბორდ არაბეთის ჩარტებში დომინირებდნენ.
ცერემონია ხაზს უსვამს გლობალურ რუკაზე არაბული მუსიკის მზარდ მნიშვნელობას, რომელიც უერთდება K-პოპს, ლათინურ და აფრიკულ მუსიკას, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი მუსიკალური ბაზრები. თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი ჟღერადობით, არაბული მუსიკა უკვე აქტიურად ისმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო კონცერტებსა თუ კულტურათაშორის კოლაბორაციებში – ეს ყველაფერი კი ბილბორდის ქოლგის ქვეშ.
დაჯილდოების გამარჯვებულები ბილბორდ არაბეთის ჩარტების მიხედვით გამოვლინდნენ. ესენია: Hot 100, Artist 100, კონკრეტული დიალექტის ჩარტები (ეგვიპტის, მაღრიბის, ხალიჯისა და ლევანტის) და ასევე ჟანრობრივი ჩარტები (არაბული ჰიპ-ჰოპი, არაბული ინდი და სხვა).
ეგვიპტელი მომღერლის, შერინის მუსიკასა და ვოკალს კვლავაც დიდი კვალი აქვს არაბული მუსიკის ფართო სურათზე. შერინი ყველაზე მეტი, ხუთი ჯილდოს მფლობელი გახდა. მას მოჰყვა ალ შამი ოთხი ჯილდოთი და ElGrandeToto სამი ჯილდოთი. Lifetime Achievement Award წილად აბდულ მაჯიდ აბდულას ხვდა. კულტურული გავლენის ჯილდო კი გარდაცვლილ საკულტო მომღერალს, ეტაბს მიენიჭა.
დაჯილდოების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა იმ ფაქტით, რომ ცერემონია დაემთხვა ისტორიულ განცხადებას, რომ 2034 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ საუდის არაბეთში გაიმართება. ღონისძიების სპეციალურ სეგმენტში შედგა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ოფიციალური სიმღერის პრემიერაც, რამაც დაჯილდოების ცერემონია კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
ნახეთ დაჯილდოების ნომინაციები და გამარჯვებულები:
Song of the Year
“Haygely Mawgow” by Tamer Ashour
Artist of the Year
Sherine Abdel Wahab
Top Male Artist
Amr Diab
Top Female Artist
Sherine Abdel Wahab
Top Band
Cairokee
Top New Artist
Elyanna
Highest Gainer
TUL8T
Top Arabic Dueto of the Year
Assala Nasri and Ahmed Saad – “Sabb Farhety”
Top Khaleeji Song
Ayed – “Lammah”
Artist of the Year – Khaleeji Dialect
Abdul Majeed Abdullah
Top Male Artist – Khaleeji Dialect
Abdul Majeed Abdullah
Top Female Artist – Khaleeji Dialect
Oumaima Taleb
Top Egyptian Song
Tamer Ashour – “Haygely Mawgow”
Artist of the Year – Egyptian Dialect
Sherine Abdel Wahab
Top Male Artist – Egyptian Dialect
Amr Diab
Top Female Artist – Egyptian Dialect
Sherine Abdel Wahab
Top Levantine Song
Al Shami – “Sabra”
Artist of the Year – Levantine Dialect
Al Shami
Top Male Artist – Levantine Dialect
Al Shami
Top Female Artist – Levantine Dialect
Nancy Ajram
Top Magharebi Song
Saad Lamjarred, Shreya Ghoshal and Rajat Nagpal – “Guli Mata”
Artist of the Year – Magharebi
Dystinct
Top Male Artist – Magharebi Dialect
Dystinct
Top Female Artist – Magharebi Dialect
Manal
Top Arabic Hip-Hop Song
ElGrandeToto – “Blue Love”
Artist of the Year – Arabic Hip-Hop
ElGrandeToto
Top Arabic Hip-Hop Male Artist
ElGrandeToto
Top Arabic Hip-Hop Female Artist
Khtek
Top Indie Song
Al Shami – “Sabra”
Artist of the Year – Arabic Indie
Cairokee
Top Arabic Indie Male Artist
Muslim
Top Arabic Indie Female Artist
Elyanna
Top Mahraganat Song
Eslam Kabonga – “Aywa Ya Habibty Wahashtiny”
Artist of the Year – Mahraganat
Essam Sasa
Top Male Mahraganat Artist
Essam Sasa
Top Shelat Song
Abdullah Al Farwan – “Jamalek Gheer”
Artist of the Year – Shelat
Mohammed Bin Garman
Top Male Artist of the Year – Shelat
Mohammed Bin Garman
Best Composer
Amro El-Shazly & Mehdi Mzayen
Best Songwriter
Aleem
Best Music Producer
Tareq Hjeily