ალიშა კისი Dr. Dre-ს სახელობის Global Impact Award-ს მიიღებს 

გრემის ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც შავკანიანთა მუსიკის კოლექტივი წარმოადგენს, 30 იანვარს გაიმართება.
ალიშა კისი
Ramon Rivas

ალიშა კისი გახდება 2025 წლის Dr. Dre-ს სახელობის ჯილდოს, Global Impact Award-ის მფლობელი ხმის ჩამწერი აკადემიის მეოთხე ღონისძიებაზე, რომელსაც შავკანიანთა მუსიკის კოლექტივი წარმოადგენს. ცერემონია 30 იანვარს ლოს-ანჯელესში შედგება. 

Dr Dre-ს სახელობის ჯილდო 2023 წელს დაწესდა, რათა პატივი მიაგოს არტისტებს, რომელთა გავლენა მუსიკის საზღვრებს სცდება. ის ასევე ითვალისწინებს მუსიკოსების სამეწარმეო მიღწევებს, ფილანთროპულ ძალისხმევასა და მათ გლობალურ გავლენას. 2023 წელს პირველი ჯილდოს მფლობელი თავად Dre გახდა. მას მოჰყვა ჯეი-ზი, რომელმაც სცენიდან გრემის ჟიურის უსაყვედურა, რომ მის მეუღლეს, ბიონსეს, აქამდე არასდროს გაუმარჯვია წლის ალბომის კატეგორიაში.

რაც შეეხება კისს, იგი ნომინირებულია 2025 წლის გრემიზეც – საუკეთესო თეატრალური მუსიკალური ალბომის კატეგორიაში მიუზიკლისთვის Hell’s Kitchen, რომელიც თავად კისის კარიერას ასახავს და მის სიმღერებს მოიცავს. მიუზიკლის პრემიერა ნიუ-იორკის შუბერტის თეატრში 20 აპრილს შედგა. 

„უკვდავი მუსიკიდან დაწყებული, სხვების დახმარების მტკიცე ძალისხმევით დასრულებული, ალიშამ დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე,” – წერს ჰარვი მეისონი, ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი. „ალიშა განასხეულებს იმ ყველაფერს, რასაც Dr. Dre-ს Global Impact Award წარმოადგენს: მის ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, მისი მოღვაწეობა იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს, მისმა გავლენამ კი სიღრმისეულად მოახდინა კულტურის ფორმირება. ჩვენთვის პატივია, აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული მემკვიდრეობა და წვლილი, რომელიც დღემდე შეაქვს მუსიკაში და მის მიღმა.”

კისი ჯამში 16 გრემის მფლობელია. 2002 წელს მან ხუთი გრემი მოიგო, მათ შორის იყო ჯილდო საუკეთესო ახალი არტისტისა და წლის სიმღერის კატეგორიაში ჰიტით  Fallin’.  21 წლის კისი იმ დროისთვის წლის სიმღერის ნომინაციის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.  

ალიშა კისს Billboard Hot 100-ის ოთხი ლიდერი ჰიტი და Billboard 200-ის ხუთი ლიდერი ალბომი აქვს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

TKT.GE & TBC: „ყველა ბილეთი გაყიდულია თეატრებში, კონსერვატორიასა და ოპერაში”

შემდეგი სტატია

ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი