ლედი გაგას თქმით, ახალი ალბომი მის ცხოვრებაში მიღებული ცუდი გადაწყვეტილებების ერთგვარი გახსენებაა

გაგამ ასევე დაადასტურა, რომ ახალ ალბომში შევა ბრუნო მარსთან ერთად გამოშვებული სიმღერა, Die With a Smile.
ლედი გაგა
David Jon/Getty Images

თებერვალში, როდესაც ლედი გაგას მეშვიდე სტუდიური ალბომი გამოიცემა, არტისტის თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა ექნებათ, მეტი გაიგონ მისი ცხოვრების შესახებ.

ახალ ინტერვიუში, რომელიც Los Angeles Times-მა 19 დეკემბერს გამოაქვეყნა, გაგამ დაანონსებული ალბომის შესახებ დეტალები გაამხილა. პოპ ვარსკვლავის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც ასახავს მის სიყვარულს მუსიკისადმი და მოიცავს უამრავ განსხვავებულ ჟანრსა და სტილს. 

„საბოლოოდ ყველაფერი სიყვარულით მთავრდება. ჩემს ცხოვრებაში არსებული ქაოსის პასუხი ის არის, რომ სიყვარულით ვპოულობ სიმშვიდეს. ყოველ დაწერილ სიმღერას თითქოს თან მიჰქონდა ის ოცნებები, რომლებიც წარსულთან მაკავშირებდა,” – თქვა ლედი გაგამ. მან ასევე განმარტა, რომ ალბომი ძალიან ბედნიერი განწყობითა და ჟღერადობით მთავრდება.

სექტემბერში გაგამ Vogue-თან ინტერვიუში პირველად განაცხადა, რომ მისი მეშვიდე ალბომი 2025 წლის დასაწყისში გამოვიდოდა. ალბომის გამოცემა იგეგმება რამდენიმე თვით ადრე, სანამ გაგა 2025 წლის Coachella-ს ჰედლაინერის ამპლუაში წარდგება. არტისტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი საქმრო, ტექნოლოგიური სფეროს ბიზნესმენი მაიკლ პოლანსკი, ის პიროვნება იყო, რომელმაც დაარწმუნა, პოპ მუსიკას დაბრუნებოდა. 

ალბომის დაანონსების შემდეგ გაგამ პირველი სინგლი, Disease, ნოემბერში გამოუშვა. სიმღერამ Billboard Hot 100-ში 27-ე ადგილი დაიკავა. სამი თვით ადრე, გაგამ და ბრუნო მარსმა ერთად გამოსცეს სიმღერა Die With a Smile, რომელიც ჰიტად იქცა. გაგამ Times-თან დაადასტურა, რომ ეს ნამუშევარი ნამდვილად იქნება მისი ახალი ალბომის ტრეკების სიაში.  

„ეს ჩემი ალბომის მნიშვნელოვანი ნაწილია,“ – განაცხადა გაგამ ბალადის შესახებ საუბრისას. ლედი გაგას თქმით, ეს სიმღერა აღწერს იმას, თუ რას გააკეთებდა, თუ სამყაროს დასასრული დადგებოდა. მახსოვს, ვგრძნობდი, რომ ეს იყო სიმღერა, რომელიც ხალხს უნდა მოესმინა. მუსიკას ყოველთვის წერ, მაგრამ ზოგჯერ გგონია, რომ რაღაცას ქმნი, რაც კონკრეტულ ადამიანებს მოეწონებათ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მუშაობ და იცი, რომ ეს ნამუშევარი სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე დიდ გავლენას მოახდენს.” ლედი გაგას განმარტებით, სწორედ ასეთი შეგრძნება ჰქონდა ბრუნო მარსთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე მუშაობისას. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალიშა კისი Dr. Dre-ს სახელობის Global Impact Award-ს მიიღებს 

შემდეგი სტატია

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი