ბარაკ ობამა 2024 წლის საყვარელ სიმღერებს ასახელებს

სიას კენდრიკ ლამარი და ბილი აილიში ხსნიან.
ბარაკ ობამა
Jacek Boczarski/Anadolu via Getty Images

ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში წლის საყვარელი სიმღერების, ფილმებისა და წიგნების სიები გააზიარა.

„წარმოგიდგენთ ჩემს წლევანდელ საყვარელ სიმღერებს! ნახეთ, თუ გსურთ თქვენს პლეილისტს რამე შემატოთ და ასევე შემატყობინეთ, თუ არის ისეთი სიმღერა ან არტისტი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოვუსმინო,” – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 25 სიმღერისგან შემდგარ სიას აქვეყნებს. 

კენდრიკ ლამარის Squabble Up არის პირველი სიმღერა ობამას სიაში,  რომელშიც ასევე შედის ბილი აილიშის Lunch, ასაკას და ტრევის სკოტის Active, ჰოზიერის Too Sweet, ლეონ ბრიჯისის Peaceful Place, ჯეკ უაიტის That’s How I’m Feeling, კეროლ ჯის Si Antes Te Hubiera Conocido და სხვა.

ყოფილი პრეზიდენტის სიაში შემავალი ზოგიერთი სიმღერა Billboard Hot 100-ის წლის დასასრულის ჩარტის ტოპ ათეულშიც მოხვდა: Shaboozey-ს A Bar Song (Tipsy) (მე-2 ადგილზე), ტომი რიჩმენის Million Dollar Baby (მე-8 ადგილზე) და ჰოზიერის Too Sweet (მე-10 ადგილზე).

ობამამ ასევე დაასახელა 2024 წლის საყვარელი 10 ფილმი. ესენია: All We Imagine as Light, Conclave, The Piano Lesson, The Promised Land, The Seed of the Sacred Fig, Dune: Part Two, Anora, Dìdi, Sugarcane და A Complete Unknown.

10 წიგნს მოიცავს მისი წიგნების რეიტინგიც. მათ შორისაა ჯონათან ჰაიტის The Anxious Generation, სალი რუნის Intermezzo, ალექსეი ნავალნის Patriot, სამანთა ჰარვის Orbital და სხვა.

ნახეთ ბარაკ ობამას 2024 წლის საყვარელი სიმღერების, ფილმებისა და წიგნების სიები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anana Kaye

 Anana Kaye-ს მუსიკალური გზა

შემდეგი სტატია

რობი უილიამსის სიმღერა 2025 წლის ოსკარზე წარსადგენი სიიდან ამოიღეს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი