Starring Georgia 2025 წლის სეზონის მეორე არტისტს აანონსებს

27 აგვისტოს ქართველი მსმენელის წინაშე Empire of the Sun წარდგება.

Starring Georgia 2025 წლის სეზონის მეორე არტისტს აანონსებს. 27 აგვისტოს ქართველი მსმენელის წინაშე ავსტრალიური ბენდი Empire of the Sun წარდგება. გლასტონბერის, კოაჩელასა და Lollapalooza-ს ჰედლაინერი ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს ეზოში მდებარე Front Stage-ზე გამართავს. 

ლუკ სტილისა და ნიკ ლიტლმორის დუეტი პირველად 2008 წელს გამოჩნდა სადებიუტო ალბომით Walking on a Dream და მალევე მოიპოვა მსმენელის სიყვარული. ალბომში შემავალი ჰიტები Walking on a Dream და We Are the People კი მათი წარმატების დასაწყისი გახდა. თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრით ცნობილი ბენდი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. 

სხვადასხვა დროს ჯგუფის წევრები ცნობილი პროექტების, Pnau-სა და The Sleepy Jackson-ის უკან იდგნენ, შესაბამისად, მათ დისკოგრაფიაში ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენებს ვხვდებით. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun-მა გასულ წელს ახალი სტუდიური ჩანაწერი – Ask That God გამოსცა და მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა. სწორედ ტურნეს ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოსაც. 

ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყება.  Starring Card-ის მფლობელებს კი შესაძლებლობა აქვთ, Pre Sale-ით ისარგებლონ და ბილეთები ერთი დღით ადრე, 13 მარტს, 09:00 საათზე შეიძინონ. 

შეგახსენებთ, რომ Starring Georgia, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2025 წლის სეზონს იწყებს, რომელსაც 30 მაისს ლეგენდარული Guns’N Roses გახსნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lady Gaga შაბათის ღამის შოუში, 2025 წლის 8 მარტი Courtesy Photo

Lady Gaga-მ  „შაბათის ღამის შოუში“ სიმღერები Abracadabra და Killah შეასრულა

შემდეგი სტატია

რიანა შვილების, RZA-ს და Riot Rose-ის სახელების კრიტიკას პასუხობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი