Jazz club 1984 მუსიკალურ საღამოებს 27 დეკემბრიდან აღადგენს

„27 დეკემბრიდან აღვადგენთ მუსიკალურ საღამოებს, რომლებიც ფინანსურად ხელს გაუმართავს მიმდინარე პროცესების შედეგად უსახსროდ დარჩენილ მუსიკოსებს.“
Jazz Club 1984 IG

Jazz club 1984 სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მსმენელებს აუწყებს, რომ 27 დეკემბრიდან მის სივრცეში, სამკვირიანი პაუზის შემდეგ, მუსიკალური საღამოები გრძელდება. 

„ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო ჯაზ კლუბი 1984, სოლიდარობის ნიშნად, სამ კვირაზე მეტია დაკეტილია, რადგან ვფიქრობთ, რომ თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის ფონზე მუსიკალური საღამოების გაგრძელება შეუსაბამო

იქნებოდა. თუმცა, 27 დეკემბრიდან აღვადგენთ მუსიკალურ საღამოებს, რომლებიც ფინანსურად ხელს გაუმართავს მიმდინარე პროცესების შედეგად უსახსროდ დარჩენილ მუსიკოსებს. შემოსული თანხის ნაწილი კი მუსიკოსების პროფესიული კავშირის ფონდში გადაირიცხება,” – ვკითხულობთ Jazz club 1984 გამოქვეყნებულ პოსტში. 

თბილისში სახელოვნებო სივრცეების უმეტესობა – კლუბები, საკონცერტო დარბაზები, თეატრები – სამ კვირაზე მეტია, არ ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში ყველა დაგეგმილი ღონისძიება მიმდინარე საპროტესტო პროცესების გამო გაუქმდა. დეკემბრის ბოლოს გახსნის შესახებ არაერთმა ასეთმა დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, მათ შორის არის თბილისის საკლუბო სცენა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შემდეგი სტატია

Wham! - Last Christmas Courtesy Photo

Wham!-ის წევრ ენდრიუ რიჯლის თქმით, ცნობილი სიმღერის, Last Christmas-ის მრავალი ქავერი მისი გენიალურობის დასტურია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი