არიანა გრანდემ მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საშობაო საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებით, მომღერლის მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მკურნალობას გადიან და ამიტომ დროებით ცხოვრობენ საავადმყოფოებში.
არიანა გრანდე
Kevin Winter/Getty Images

არიანა გრანდე კვლავ განაგრძობს საშობაო ქველმოქმედებას. Manchester Foundation Trust Charity-ს განცხადებით, მომღერალმა ფონდს საჩუქრები გადასცა იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც, ხანგრძლივი მკურნალობის გამო, დროებით საავადმყოფოებში უწევთ ცხოვრება და შობასაც სწორედ სამედიცინო დაწესებულებებში ხვდებიან. 

„არიანა გრანდეს უზომოდ მადლიერი ვართ იმისთვის, რომ შობას ჩვენი პატარა პაციენტები გაიხსენა. მის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადაეცა ჩვილებს, ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც დროებით ცხოვრობენ Royal Manchester Children’s Hospital-ში, Trafford General Hospital-ში, Wythenshawe Hospital-სა და North Manchester General Hospital-ში,“ – წერს ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც სამედიცინო კვლევებზე, უმაღლესი დონის აპარატურის შეძენასა და მისი ბენეფიციარი 10 საავადმყოფოს საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ფოკუსირებული. პოსტს თან ახლდა ფოტოები, რომლებზეც საავადმყოფოში მყოფი ბავშვები შეფუთულ საჩუქრებთან ერთად იყვნენ გადაღებული. 

Billboard-მა კომენტარისთვის არიანა გრანდეს წარმომადგენლებს მიმართა.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Wicked-ის ვარსკვლავმა საქველმოქმედო ორგანიზაციას საჩუქრები გადასცა. იგივე 2022 წლის მაისშიც მოხდა, როდესაც ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც მანჩესტერში, გრანდეს კონცერტზე, Manchester Arena-ში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა.  

პოპ-ვარსკვლავმა 2017 წელს თავდასხმისას დაზარალებულების და დაღუპულების ოჯახების დასახმარებლად One Love Manchester-ის სახელწოდებით მასშტაბური კონცერტი გამართა. კონცერტზე გრანდეს გარდა მონაწილეობდნენ ჯასტინ ბიბერი, მაილი საირუსი, რობი უილიამსი, ნაილ ჰორანი, სტივი უანდერი და სხვა არტისტები. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მის ფონდში 12 მილიონ დოლარზე მეტი ჩაირიცხა. ეს თანხა წითელი ჯვრის ორგანიზაციას და We Love Manchester Emergency Fund-ს გადაეცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სნუპ დოგის Missionary „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია

შემდეგი სტატია

რეჟისორი დავით საყვარელიძე და ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი

საერთაშორისო პროექტების ფარგლებში რეჟისორ დავით საყვარელიძის სამუშაო პროცესს ჰონგ-კონგის ხელოვნების განვითარების საბჭოს ექსპერტი, ჩან კვოკ უაი ბერნისი დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი