NFL Halftime Show-ზე გამოსვლამდე ბიონსე ნეტფლიქსის შესახებ სახუმარო ვიდეოს აქვეყნებს

„იტვირთება… ბიონსე,” – წერს ნეტფლიქსი პოპვარსკვლავის ვიდეოზე.
ბიონსე
Amy Sussman/Getty Images

NFL Halftime Show-ზე გამოსვლამდე ბიონსე ნეტფლიქსის ცნობილი ტექნიკური პრობლემების შესახებ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. 43 წლის სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში 30-წამიანი თიზერი გააზიარა, რომელიც ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის თამაშზე მის გამოსვლას აანონსებს. შოუ პირდაპირი ეთერით  სწორედ ნეტფლიქსზე გადაიცემა.

ვიდეოში ბიონსე ფეხბურთის მოედანზე ზის და ბანჯოზე Texas Hold ‘Em-ის მელოდიას უკრავს. რამდენიმე წამში კი დაკვრას წყვეტს, სათვალეს იხსნის და როცა კამერა მის სახეს უახლოვდება, ეკრანზე ჩატვირთვის წრე იწყებს ტრიალს, რაც სახალისო გამოხმაურებაა ნეტფლიქსის ტექნიკური პრობლემისა, რომელიც ნოემბერში მაიკ ტაისონისა და ჯეიკ პოლის მატჩის დროს წარმოიშვა. 

„გიგზავნით დიდ სიყვარულს ამ შობის დღეს. შევხვდებით ხვალ ჩემს ქალაქში,” – წერს ბიონსე ვიდეოს აღწერაში.

ვიდეო თავად ნეტფლიქსმაც გააზიარა წარწერით: „იტვირთება… ბიონსე. NFL Halftime Show – Ravens vs. Texans, ხვალ ნეტფლიქსზე.”

ეს ბიონსეს პირველი ლაივ შესრულება იქნება Billboard 200-ის ლიდერი Cowboy Carter-ის გამოსვლის შემდეგ. ამერიკის ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ პოპვარსკვლავის Halftime Show-ზე გამოსვლა ნოემბერში გამოაცხადა. თამაში „რეივენსსა” და „ტექსანს” შორის, ბიონსეს შოუსთან ერთად, პირდაპირი ეთერით ნეტფლიქსზე გადაიცემა. 

10 წელზე მეტი გავიდა NFL Halftime Show-ზე ბიონსეს პირველი გამოჩენიდან, როცა 2013 წლის Super Bowl-ის სცენაზე მასთან ერთად Destiny’s Child-იც წარდგა. 2016 წელს კი პოპვარსკვლავი ამავე სცენაზე Coldplay-ს შეუერთდა.

ნახეთ ბიონსეს ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სამშობლო ხალხს” – ქართველი მუსიკოსები ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად ახალ ნამუშევარს ავრცელებენ

შემდეგი სტატია

სნუპ დოგის Missionary „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი