კარიერით, რომელიც უკვე ოთხ ათწლეულს მოიცავს, აბდულ მაჯიდ აბდულა არაბული მუსიკის ქვაკუთხედად იქცა. მის გავლენას კი გახუნების ნიშნები ჯერ კიდევ არ ეტყობა. „ტარაბის პრინცად” წოდებული აბდულა დღემდე განაგრძობს მსმენელის დატყვევებას უბადლო არტისტიზმითა და თაობათა შეკავშირებით. ის განსაზღვრავს ხალიჯის მუსიკის ჟღერადობას და ამავე დროს, განმსაზღვრელ როლს ასრულებს არაბული მუსიკის უფრო ფართო სურათის ფორმირებაში.
აბდულასთვის 2024 კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი წელი იყო – „ბილბორდ არაბეთის” პირველ მუსიკალურ დაჯილდოებაზე საკულტო არტისტს რამდენიმე პრიზი გადაეცა. ისტორიულ ღონისძიებაზე, რომელიც მთელი რეგიონისთვის ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო, აბდულამ მიიღო წლის არტისტისა და საუკეთესო მამაკაცი არტისტის წოდებები ხალიჯის დიალექტში და ასევე პრესტიჟული lifetime achievement ჯილდო, რომელმაც ხაზი გაუსვა მის ღრმა და მდგრად გავლენას არაბულ მუსიკალური სამყაროზე, განსაკუთრებით კი – ხალიჯის მუსიკაზე.
მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში „ბილბორდ არაბეთმა” ჩარტების წარმოება დაიწყო, აბდულა მუდმივად ხვდება როგორც ბილბორდ არაბეთის Hot 100-ის, ასევე 100 არტისტის ჩარტში. მისი კომპოზიცია Ya Ibn Al Awada, 2021 წლის ალბომიდან Aam Mouazy, მისი სადებიუტო სიმღერა იყო ჩარტში, სადაც აღნიშნული სინგლით მან 9 კვირა გაატარა. იმავე წელს აბდულა კვლავ დაბრუნდა ჩარტში მისი ბოლო ალბომის სიმღერებით: Haki Wajid და Ya Meniti და ასევე ალბომამდე გამოცემული სინგლით Lak Saqni Al Rab. 2024 წლის განმავლობაში მისი ყოფნა 100 არტისტის ჩარტში განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო – ის მხოლოდ ერთი კვირა დარჩა ჩარტს მიღმა, რაც ხაზს უსვამს მის მდგრად პოპულარობასა და გავლენას და მყარად უმკვიდრებს ადგილს ბილბორდ არაბეთის წლევანდელ Global No 1s-ის პროექტში.
მას შემდეგ კი, რაც აგვისტოში უკვე „ბილბორდ არაბეთის” სუბჟანრების ჩარტები შეიქმნა, რომლებიც რამდენიმე მუსიკალურ ჟანრსა და დიალექტს მოიცავს, აბდულამ აქაც სწრაფად მოახერხა და გახდა დომინანტური ძალა ხალიჯის კატეგორიაში. მას შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა და 11 სიმღერით შევიდა ხალიჯის დიალექტის ჩარტში. მისი რეკორდი ერთ კვირაში ჩარტში შესული 12 სიმღერაა, თუმცა წლის განმავლობაში მისი ჩარტის ჰიტების რაოდენობა არასდროს ჩამოსულა შვიდს ქვევით. სწორედ ასეთმა სტაბილურობამ და დომინაციამ მოუტანა აბდულად ხალიჯის დიალექტის წლის არტისტის წოდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აბდულას სიმღერები „ბილბორდ არაბეთის” ხალიჯის ჩარტში ოთხ სხვადასხვა დეკადას მოიცავს. ჩარტში შესულია 1990-იანი წლების კომპოზიცია Sahit Jamra, ისევე, როგორც 2000-იანების Insan Akthar, 2010-იანების Ruh Al-Ruh და რამდენიმე სიმღერა მისი ბოლო ალბომიდან. ეს ტენდენცია კი ასახავს მის განგრძობად რელევანტურობასა და გავლენას ამჟამინდელ პერიოდზე.
ამასობაში, აბდულას აღიარებამ lifetime achievement award-ით პატივი მიაგო მის ექსტრაორდინარულ კარიერასა და მდგრად გავლენას ხალიჯისა და ზოგადად, არაბული მუსიკის დიდ სურათზე. ბოლო ოთხ ათწლეულში ის დარჩა გავლენიან და აქტიურ მუსიკოსად, რომელიც მუდმივად მართავს სრულად გაყიდულ კონცერტებს. მისმა ბოლო ალბომმა Abdul Majeed Abdullah 2024 კიდევ ერთხელ გაუდგა ფესვები მის მემკვიდრეობას, მოიპოვა ფართო პოპულარობა და წარმოაჩინა მისი უნარი, მუდმივი ინოვაციისა თავის ჟანრში. ტიტულმა პატივი მიაგო აბდულას არა მხოლოდ მისი არტისტული სრულყოფილებისთვის, არამედ ასევე მისი ღრმა და მტკიცე გავლენისთვის, რომელიც მას არაბული სამყაროს კულტურულ ცნობიერებაზე აქვს.