ნუცი ნებიერიძე ახალ სიმღერას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

მუსიკოსის თქმით სიმღერა ეძღვნება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.
ნუცი ნებიერიძე – Simply Silen
ფოტო: ბექა ჯავახიშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი ნუცი ნებიერიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებს ახალი მუსიკალური ნამუშევრით ეხმიანება.  Simply Silent – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც Youtube პლატფორმაზე 28 დეკემბერს გავრცელდა.

ნუცი ნებიერიძე:

„რამდენიმე წლის წინ ოშოს (ინდოელი ფილოსოფოსის) საუბრებს ვუსმენდი. გარდა იმისა, რომ ვიზიარებდი მის აზრებს, იმდენად მელოდიურად მომეჩვენა მისი ხმა და ინტონაცია, „დავსემპლე“; ამოვჭერი ხმა ინტერვიუებიდან და დავწერე მუსიკა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ რეჩიტატივის სახით გავაჟღერებდი ოშოს ხმას, მაგრამ მისმა მელოდიურმა ფრაზებმა თვითონ მიკარნახა ტონალობა და ჰარმონია. ტექსტიც ლოგიკურად შეერწყა და გაირითმა სიმღერის ფორმასთან (verse, chorus, bridge). გამოვიდა პოპ-ტრეკი, სადაც მე და ოშო ვმღერით ერთად.

მთლიანად ფროდაქშენი, მიქსინგი და ყველა ხმა ჩემი ნამუშევარია. ვეცადე, ის ჯადოსნური სამყარო შემექმნა, რომელსაც ოშო აღწერს საუბრებში და რაც ჩემს თავშიც მაპოვნინა. ოშო საუბრობს ცნობიერების ამაღლებაზე, ეგოს დაძლევაზე და თავისუფლების სიყვარულზე, სადაც არ არის საწყისი და ბოლო. მინდოდა, მარტივად მოსასმენი პოპ-ტრეკი გამოსულიყო, რომ ბევრს გაეზიარებინა ეს ფილოსოფია.

2024 წლის მაისში New York-ში გამოვიდა ალბომი, რომელიც ეძღვნებოდა იქ მოღვაწე ქართველი მუსიკოსს (Sonic Junkie-ვანო ჩიხლაძე), რომელმაც მოულოდნელად დაგვტოვა. ალბომში შესულია ამერიკელი და ქართველი მუსიკოსების თვრამეტი კომპოზიცია. მათ შორისაა Simply Silent, თუმცა მხოლოდ Bandcamp-ზეა ხელმისაწვდომი. 

ამ სიმღერამ ბევრი ეტაპი გაიარა ჩემთან ერთად. ვფიქრობდი, სინგლად გამომეცა მუსიკალურ პლატფორმებზე. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ამ საერთო სახალხო წინააღმდეგობამ მიბიძგა, რომ სწორედ ახლა გამომეშვა ის. ლენო რექორდსში ახალი მასტერი გავაკეთე გვაჯისთან ერთად და ახლა მზად ვარ გაგიზიაროთ. 

ფოტო ეკუთვნის ბექა ჯავახიშვილს. ის ჩემი ოთახიდან გადავიღეთ. სიმღერაზე მუშაობის პროცესში ამ ხედში ვცხოვრობდი. ქალაქიც თავისი ხმაურით და განწყობით მუდმივად ჩემშია, ამიტომაც ავირჩიე ასეთი სურათი. 

დღეს ჩვენს ირგვლივ მებრძოლი ხალხი ერთიანდება საწყისი ინტერესებით, სადაც ბუნებრივი მოცემულობა გაერთიანებაა და ამასთანავე თვითგანვითარება. მათი თანხვედრა თავისუფალ ნებაშია, იყვნენ დამოუკიდებელნი და თავისუფალნი, სწორედ ამითაა ეს მოძრაობა ჩემთვის ძვირფასი. სიმღერა ეძღვნება ყველას ვინც მუდმივი ძიების გზაზეა, თავისუფლებისთვის იბრძვის, თვალს უსწორებს შიშს და ტკივილს, უარს უცხადებს კონფორმიზმს და ეძებს ახალ თავისუფალ მდგომარეობას. 

მოისმინეთ ნუცი ნებიერიძის სიმღერა Simply Silent:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემი დარწმუნებულია, რომ კენდრიკ ლამარი გრემის დაჯილდოებაზე ყველა ნომინაციაში გაიმარჯვებს

შემდეგი სტატია

Ivanna Melay & Really Doe - Valeria Negru

ივანა მელაის და გრემის მფლობელი პროდიუსერის, Really Doe-ს ერთობლივი სინგლი Tell It

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი