სალომე ზურაბიშვილი Guns N’ Roses-ს მიმართავს. საქართველოს მე-5 პრეზიდენტი განცხადებას პლატფორმა X-ზე აქვეყნებს, სადაც ამერიკული როკჯგუფის საქართველოში დაგეგმილ კონცერტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ჭრილში ეხმაურება.
„Guns N’ Roses-ის შეკვეთილის კონცერტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი კონცერტია. საქართველოში უკვე 51-ე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და არ შეწყდება ახალ არჩევნებამდე. კონცერტებს მხოლოდ ამის შემდეგ მივესალმებით!” – წერს ზურაბიშვილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Starring Georgia-ს ახალი სეზონის ფარგლებში საქართველოს ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფი Guns N’ Roses ეწვევა და კონცერტს 30 მაისს შეკვეთილში, პარკ „ციცინათელაში” გამართავს.
ნახეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება:
Shekvetili concert is a state sponsored Ivanishvili controlled @gunsnroses concert. #GeorgianProtests is entering its 51 st Day and won’t stop until new elections! Concerts will be welcome after that! https://t.co/AWlxA9W3eH
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 18, 2025