კენდრიკ ლამარის ჰიტმა Not Like Us პლატფორმა Spotify-ზე ერთ მილიარდ სტრიმს გადააჭარბა

Billboard-ის Hot 100-ის ჩარტის ლიდერი ნამუშევარი კენდრიკ ლამარმა 2024 წლის მაისში გამოუშვა.
კენდრიკ ლამარი
Dave Free

კენდრიკ ლამარმა 2025 წელი ხმაურიანად დაიწყო. რეპერის ჰიტმა Not Like Us ოფიციალურად გადალახა ერთი მილიარდი სტრიმის ნიშნული Spotify-ზე. ლამარის ტრეკი, რომელიც 2024 წლის მაისში გამოვიდა, დრეიკთან გახმაურებულ დაპირისპირებას უკავშირდება. Not Like Us გამოსვლისთანავე მსმენელებს შორის პოპულარული გახდა და Hot 100-ის ჩარტის ლიდერობაც დაიმსახურა.

2025 წელი კენდრიკ ლამარისთვის გარდამტეხი იქნება, რადგან ის Super Bowl LIX-ის მუსიკალურ შოუზე გამოვა. სანახაობრივი მოვლენა 2025 წლის 9 თებერვალს, ნიუ ორლეანში, ლუიზიანაში გაიმართება. „რეპ მუსიკა დღემდე ყველაზე გავლენიანი ჟანრია და მე იქ ვიქნები, რათა მსოფლიოს შევახსენო, თუ რატომ არის ასე. მათ სწორი არჩევანი გააკეთეს,” – განაცხადა არტისტმა, როცა Super Bowl-ის მუსიკალური შოუს ჰედლაინერად დასახელდა.

17 გრემის მფლობელი რეპერი ხმის ჩამწერი აკადემიის 2025 წლის დაჯილდოებაზე შვიდ კატეგორიაშია ნომინირებული. Not Like Us ნომინირებულია წლის ჩანაწერის, წლის სიმღერის, საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს, საუკეთესო რეპ შესრულების და საუკეთესო რეპ სიმღერის კატეგორიებში. ამავდროულად, მისი, Future-ისა და Metro Boomin-ის Hot 100-ის ლიდერი ტრეკი Like That ნომინირებულია საუკეთესო რეპ სიმღერისა და საუკეთესო რეპ შესრულების კატეგორიებში.

გასულ ნოემბერს ლამარმა ფანებს სიურპრიზი გაუკეთა და მეექვსე სტუდიური ალბომი – GNX გამოსცა. 12-ტრეკიანი პროექტი მოიცავს თანამშრომლობას SZA-თან, ჯეკ ანტონოფთან, კამასი ვაშინგტონთან, როდი რიჩთან და სხვა არტისტებთან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელინ დიონი გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

შემდეგი სტატია

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი