კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე – 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

2025 წლის 2 თებერვალს, ლოს ანჯელესში, გრემის დაჯილდოების დასასრულს, Coldplay-ის ვოკალისტი კრის მარტინი და  გიტარისტი გრეის ბაუერსი სცენაზე წარდგნენ. მათ  პატივი მიაგეს  იმ მუსიკოსებს, არტისტებს და მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა.

გრემის ცერემონიალის ეს ნაწილი One Direction-ის ყოფილი წევრისა და სოლო არტისტის, ლაიამ პეინის კადრებით გაიხსნა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, კრის მარტინმა და გრეის ბაუერსმა სიმებიანი ორკესტრის თანხლებით, Coldplay-ის სიმღერა All My Love შეასრულეს.

ეკრანზე ლაიამ პეინის გარდა დიკი ბეტსი, The Oak Ridge Boys-ის წევრი ჯო ბონსოლი, ფეტმანი სკუპი, სანდრა კროჩი, უილი ჯენინგსი, კინკი ფრიდმანი, DJ Clark Kent, სემ მური, ტიტო ჯეკსონი, მარიან ფეითფული, Warner Chappell Nashville-ის პრეზიდენტი ბენ ვოუნი, ელა ჯენკინსი, უეინ ოსმონდი, J.D. საუთერი, ASCAP-ის მთავარი შემოქმედებითი ოფიცერი ჯონ ტიტა და სხვა შემოქმედებითი ინდუსტრიის წევრებიც გამოჩნდნენ.

კრის მარტინისა და გრეის ბაუერსის კოლაბორაცია ერთადერთი არ ყოფილა, ვინც 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე პატივი მიაგეს გასულ წელს გარდაცვლილ არტისტებს.  საღამოს განმავლობაში, არტისტებმა გაიხსენეს მუსიკის კორიფე ქუინსი ჯონსი. ჯაზ პიანისტმა ჰერბი ჰენკოკმა სიმღერა Killer Joe შეასრულა. მას აკომპანიმენტს უწევდა სინთია ერივო.
გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე სცენაზე წარდგნენ  სიმღერების ავტორები ლეინი უილსონი და ჯეიკობ კოლიერი  კომპოზიციით: Let the Good Times Roll, ხოლო სტივი უანდერმა და ჰერბი ჰენკოკმა We Are the World შეასრულეს. 
ქუინსი ჯონსისადმი პატივის მისაგებად ჯანელ მონამ მაიკლ ჯექსონის სიმღერა   Don’t Stop ‘Til You Get Enough შეასრულა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე. Crypto.com Arena - ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 2 თებერვალი. ფოტო: ვალერი მაკონი/AFP Getty Images

კენდრიკ ლამარმა გრემი დასავლეთ სანაპიროს ლეგენდარულ არტისტებს მიუძღვნა

შემდეგი სტატია

ნახეთ გრემის გამარჯვებულთა სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

2Pac-ის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუეინ დეივისი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში თავის უდანაშაულობას ამტკიცებს

„არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. თვითონაც იციან, რომ არ აქვთ,” – განუცხადა დეივისმა ABC News-ს.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი
ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი