No More Films – Lady Heroine-მა ახალი ალბომი გამოუშვა

Lady Heroine-ის 2023 წლის ალბომის, Post Punk-ის მსგავსად, No More Films პანდემიის პერიოდში ჩაწერილ მასალას უკავშირდება.
No More Films
Lady Heroine

ქართულმა როკ ჯგუფმა, Lady Heroine-მა ახალი ალბომი სახელწოდებით No More Films გამოსცა. ნამუშევარი მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმებზე  2025 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა. ალბომში 11 სიმღერაა შესული. Lady Heroine-ის 2023 წლის ალბომის, Post Punk-ის მსგავსად, No More Films პანდემიის პერიოდში ჩაწერილ მასალას უკავშირდება. 

ალბომის შესახებ Billboard Georgia ჯგუფის ფრონტმენს, კოტე კალანდაძეს ესაუბრა: 

„No More Films ჩვენი წინა ალბომის, Post punk-ის ერთგვარი გაგრძელებაა. პანდემიის პერიოდში, სახლში ჩაკეტილები, დისტანციურად ბევრს ვმუშაობდით სიმღერებზე და ტრეკების დიდი რაოდენობა დაგვიგროვდა. ამ პერიოდში ჩაწერილი სიმღერების სტილიც განსხვავებულია იმასთან შედარებით, რასაც მანამდე ვუკრავდით. მუსიკა უფრო ლირიკული გახდა და ჟღერადობაც, შეიძლება ითქვას, უფრო მსუბუქია, თუმცა, მაინც მძიმე შიგთავსით.”

როგორც კოტე კალანდაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, ალბომის სახელწოდება – No More Films, ქვეყანაში  არსებული გარემოს გამოძახილია. 

კოტე კალანდაძე:

„სახელწოდება ერთგვარად, რეჟიმის დამკვიდრების მცდელობასთან  ასოცირდება. No More Films დაცენზურებულ წარსულში დაბრუნების მეტაფორაა.  აქედან გამომდინარე, გარეკანიც სიმბოლურია, ოთხივე ჯგუფის წევრი მასზე აღბეჭდილი ვართ ჩვენი ბავშვობიდან, ანუ საბჭოთა პერიოდიდან.” 

No More Films-ის ჩაწერაში ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ირაკლი დოლიძემ, რომელსაც ალბომში ბას-გიტარის პარტიები ეკუთვნის. ასევე, ორ სიმღერაში ფორტეპიანოს ნაწილს ასრულებს სანდრო სულაქველიძე, ხოლო ერთ ტრეკში, სახელწოდებით Why Have I Come Here, სოლო გიტარაზე ნიკოლოზ ბუზალაძე (ბულია) უკრავს.

2024 წლის შემოდგომაზე, Lady Heroine-მა სიმღერაზე – People გადაღებული კლიპი წარადგინა. ბენდი ამჟამად კიდევ ერთ მუსიკალურ ვიდეოს იღებს ახალი ალბომის სიმღერაზე, სახელწოდებით Against You. ახალ კლიპს Lady Heroine მარტის დასაწყისში წარადგენს.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობების შესახებ არაერთმა მუსიკოსმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მიმდინარე მოვლენებს Billboard Georgia-სთან ინტერვიუში კოტე კალანდაძეც შეეხო: 

„შემიძლია, მოვიყვანო იდეალისტური, ოდნავ გულუბრყვილო მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში ყველა უსმენს ჯგუფს The Beatles. ანუ, ყველა ბიტლომანია. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად მიიღოს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგანაც იმ ხელისუფალს ეცოდინება, რომ ამ ხალხის ტვინებში არის რაღაც ისეთი ძალა რომელსაც ის ვერ მოერევა ვერანაირი პროპაგანდით და ტყუილით.” – ამბობს კოტე კალანდაძე. 

Lady Heroine 2009 წელს შეიქმნა და ამ დროისათვის ხუთი ალბომი გამოსცა. ბენდის წევრები არიან: კოტე კალანდაძე (ვოკალი გიტარა),  გიორგი კორძახია (გიტარა, კომპიუტერი) ირაკლი დოლიძე (ბას-გიტარა) და დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 

მოუსმინეთ Lady Heroine-ის ახალ ალბომს – No More Films:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ROSÉ და ბრუნო მარსი ფოტო: ჯონ ესპარზა

ბრუნო მარსისა და ROSÉ-ს მუსიკალურმა კლიპმა APT. YouTube-ზე მილიარდობით  ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი, 2022 წლის 8 აგვისტო, ბირმინგემი, ინგლისი.

ცნობილმა მეტალ ბენდმა Black Sabbath-მა უკანასკნელი შოუ დააანონსა, რომელსაც Metallica, Slayer და სხვა ჯგუფებიც შეუერთდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი