კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic
კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი.
ჯეფ კრავიცი / FilmMagic

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის. 14 მარტს კანიე უესტმა საკუთარი აზრი კენდრიკ ლამარის შესახებ საჯაროდ დააფიქსირა. 

“კენდრიკ ლამარის მუსიკა არ მომწონს. ის ძალიან კარგად რეპავს, მაგრამ Carti-ის ალბომში მისი მოსმენა არ იყო აუცილებელი.” – დაწერა არტისტმა სოციალურ ქსელ X-ზე. 

Billboard-მა კომენტარისთვის Playboi Carti-ისა და კენდრიკ ლამარის წარმომადგენლებს მიმართა.

კანიე უესტის მიერ კენდრიკ ლამარის მისამართით გამოთქმული კრიტიკა კანიეს ერთი თვის წინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც იგი კენდრიკ ლამარზე ამბობს, რომ ის ერთადერთია, ვინც მას ე.წ. რეპ-ბათლში  დაამარცხებს.

“თუ კენდრიკთან რეპ-ბათლში გახვალ, აუცილებლად წააგებ, ეს კაცი ამ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. Street Fighter-ში ხომ არის გარკვეული დარტყმები, მაგალითად ჩან ლის სპეციალური მოძრაობა, რომელსაც ვერასდროს უგებ, ზუსტად ასეთია კენდრიკიც.” –  – განაცხადა კანიე უესტმა ჯასტინ ლაბოის შოუში.

კანიე უესტი ბოლო პერიოდში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამების გამო მძაფრი კრიტიკის ობიექტად იქცა. მან კენდრიკის მისამართით თქვა: „არასდროს უნდა შეეჭიდო კენდრიკ ლამარს. ეს რთული დავალებაა, მაგრამ ვინ იცის… მე ფსიქოპატი გენიოსი ვარ, ასე რომ, შეიძლება ესეც  ვცადო.”

Playboi Carti-ის ალბომში MUSIC, კენდრიკ ლამარი სამ ტრეკში ჩნდება: ახალი შემოქმედებითი ჯგუფი გაერთიანდა ტრეკებზე: Good Credit, Mojo Jojo და Backdoor, რომელთა პროდიუსერი, როგორც აღმოჩნდა, არა კანიე უესტი, არამედ სხვები იყვნენ. 

Playboi Carti ალბომით MUSIC ხუთ წლიანი მუსიკალური შესვენების შემდეგ დაბრუნდა.  კენდრიკ ლამარის სამი ტრეკის გარდა, MUSIC-ში მონაწილეობენ ჰიპ ჰოპის ახალი თაობის ვარსკვლავები, მათ შორის: Future, Travis Scott, The Weeknd, Lil Uzi Vert და სხვ.

ალბომის გამოსვლას წინ უსწრებს Playboi Carti-ს კონცერტი Rolling Loud California, შემდეგ კი არტისტი ტურნეში The Weeknd-თან ერთად მიემგაზრება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

უილ სმიტი Based on a True Story Courtesy Photo

უილ სმიტმა 20 წლის შემდეგ პირველი ალბომის Based on a True Story-ს გამოსვლა დააანონსა

შემდეგი სტატია

დოლი პარტონი ქმრის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი