Charli XCX-მა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომით Brat ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ახლა კი, შესაძლოა, ის ფენტეზის სამყაროშიც ვიხილოთ.
გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, პოპვარსკვლავი გრეტა გერვიგის მომავალ ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მონაწილეობას განიხილავს. აღნიშნული ფილმი Netflix-ისთვის იქმნება.
Deadline-ის ინფორმაციით, ჩარლი XCX „ერთ-ერთი მთავარი როლის კანდიდატია“, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელი პერსონაჟის როლზე განიხილება. მიუხედავად ამისა, წყარო აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლოა, მან ჯადისი, იგივე თეთრი ჯადოქარი განასახიეროს.
რეჟისორმა გრეტა გერვიგმა 2023 წელს ფილმით Barbie ახალი გლობალური კულტურული მოძრაობა წამოიწყო, ახლა კი ცნობილი მწერლის, კლაივ ლუისის საკულტო წიგნის, „ნარნიის ქრონკების” კინოადაპტაციის გადაღებას აპირებს. პრემიერა 2026 წლის 26 ნოემბერს, მადლიერების დღეს არის დაგეგმილი.
პროექტი თავდაპირველად IMAX-ის კინოთეატრებში გამოჩნდება, შობის დღიდან კი ექსკლუზიურად Netflix-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.
თუ Charli XCX-ის ფილმში ნამდვილად გამოჩნდება, ეს მის სარეჟისორო და სამსახიობო ამბიციებს სრულად დააკმაყოფილებს. გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ფილმ The Gallerist-ის სამსახიობო გუნდს შეუერთდა, რომლის რეჟისორიც კეთი იანია. ფილმში მონაწილეობას ასევე იღებენ ნატალი პორტმანი და ჯენნა ორტეგა.
Charli XCX ასევე ფილმის The Moment პროდიუსერია, რომელიც ლეგენდარულმა indie studio A24-მა მოიწონა. ამავდროულად, The Moment არის პირველი პროექტი Charli XCX-ის ახალი ფროდაქშენ კომპანიისთვის Studio365.
მაყურებელი Charli XCX-ს ასევე იხილავს Benito-ში, სერიალ Skinner-ის ახალ ეპიზოდებში, გრეგ არაკის მომავალ თრილერში I Want Your Sex, დენიელ გოლდჰაბერის Faces of Death რიმეიკში და ჯულია ჯაკმანის გრაფიკული რომანის ადაპტაციაში 100 Nights of Hero.