გაერთიანებული სამეფოს მონარქის გარდა, მეფე ჩარლზი ახალ როლს ირგებს – DJ. როგორც ცნობილი გახდა, ის Apple Music-ის ახალი რადიოშოუს მასპინძელი იქნება, სახელწოდებით The King’s Music Room. ბუკინგემის სასახლეში, მეფის პირად ოფისში ჩაწერილ შოუში ჩარლზი მის საყვარელ არტისტებს წარადგენს – „1930 წლის კრუნებიდან დაწყებული, აფრობიტსის ვარსკვლავებით დასრულებული, ასევე დისკოსა და რეგის საკულტო მუსიკოსებს,” – ვკითხულობთ აღწერაში.
გავრცელდა შოუს ტრეილერიც, სადაც საკუთარ კაბინეტში მჯდომი მონარქი ამბობს: „მთელი ცხოვრების განმავლობაში მუსიკა ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მას აქვს უნარი, გაგახსენოს ბედნიერი მოგონებები, დაგამშვიდოს სევდიანობის დროს და გამოგზაუროს შორეულ ადგილებში. თუმცა ყველაზე მეტად მას აქვს უნარი, აამაღლოს ჩვენი განწყობა. მას ჩვენთვის სიხარული მოაქვს. ეს სწორედ ის არის, რისი გაზიარებაც თქვენთვის მსურდა: სიმღერები, რომლებმაც მე სიხარული მომიტანეს. ეს ძალიან საინტერესო და ინოვაციური გზაა წლევანდელი თანამეგობრობის დღის აღსანიშნად.”
პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ჩარლზის შოუ „აგებული იქნება მის ექსტრაორდინარულ გამოცდილებებზე მთელი მსოფლიოდან”, სადაც მონარქი გააზიარებს პირად ამბებს იმ არტისტების შესახებ, რომელთაც წარადგენს. ბობ მარლი, კაილი მინოუგი, გრეის ჯონსი, Davido და RAYE მცირე ჩამონათვალია მათგან.
The King’s Music Room-ის პრემიერა 10 მარტს Apple Music 1-სა და Apple Music Hits-ზე შედგება.
ნახეთ შოუს ტრეილერი: