თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი

14 მარტს თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება. ეს არის ახალი სეზონის პირველი კონცერტი. მუსიკალური საღამო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართება. კონცერტზე  შესრულდება: გია ყანჩელი – ლარგო და ალეგრო; კარლ სტამიცი – ალტის კონცერტი, რე მაჟორი, თხზ.1 და ასევე იოჰანეს ბრამსი – სიმფონია N1, დო მინორი, თხზ. 68. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი)  და ელენე გოგოძე(ვიოლა). 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ოფიციალურად 1925 წელს დაარსდა და მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ივანე ფალიაშვილი იყო. 1933 წელს ორკესტრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მისი მთავარი დირიჟორი ევგენი მიქელაძე გახდა. 2013 წლიდან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი