ნახეთ კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ს კულისები

13-წუთიანი შოუ ექვსი თვის განმავლობაში მზადდებოდა.
კენდრიკ ლამარი და Mustard, Super Bowl Halftime Show
Cindy Ord/Getty Images

ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც საბოლოოდ Super Bowl-ის 13-წუთიან შოუდ იქცა – პირველად, ეროვნული საფეხბურთო ლიგა (NFL) ფანებს კულისებში ახედებს და სთავაზობს დოკუმენტურ ფილმს, თუ როგორ მზადდებოდა კენდრიკ ლამარის Halftime Show. 

32-წუთიანი ფილმი „იუთუბზე” გამოქვეყნდა. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ განვითარდა შოუ, რომელსაც ეკრანებზე 133 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, იდეიდან დიდ სცენამდე.  

ლამარის გამოსვლის პროდიუსერი ბრუს როჯერსი იყო, რომლისთვისაც ეს მე-19 Halftime Show-ა.

„ეს სრულიად ცვლის იმას, თუ როგორ ვაკეთებდით Halftime-ს. აქ მთელი გუნდი მუშაობს კვადრატის, სამკუთხედის და წრის ასაშენებლად,” – ამბობს ის კენდრიკის ვიდეოთამაშების თემაზე შექმნილ სცენოგრაფიაზე.  

შოუს დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული კრეატიული დირექტორი მაიკ კარსონიც, რომელიც როჯერსთან სცენოგრაფიის, განათებისა და შოუს სხვა დეტალების იდეებს განიხილავდა. სანამ ჯერ კიდევ GNX გამოვიდოდა, ერთ-ერთი სირთულე შოუსთვის სწორედ 1987 წლის Buick GNX-ის პოვნა იყო, რომლიდანაც 30 მოცეკვავე გადმოვიდოდა. 

„ეს მანქანა მისთვის იმ ეპოქის სიმბოლოა, ასევე ალბომის ქავერი, ასე რომ, ის შოუს ნაწილი უნდა ყოფილიყო,” – ამბობს კარსონი.

ხუთასი ადამიანი იყო ჩართული, რომ ფეხბურთის მოედანზე სცენა რვა წუთში აწყობილიყო და დაშლილიყო. და მიუხედავად იმისა, რომ Caesars Superdome დახურული სივრცეა, შოუს ორგანიზატორებმა ის გახსნეს, რათა პიროტექნიკა გამოეყენებინათ, შესაბამისად, მათ ამინდის შესაძლო გაუარესების წინააღმდეგ ზომების მიღებაც მოუწიათ.

საბოლოოდ კენდრიკის გამოსვლამ მსოფლიო აალაპარაკა, განსაკუთრებით Not Like Us-ის შესრულებამ, რომელშიც SZA და სერენა უილიამსი მონაწილეობდნენ. შოუს შემდეგ ლამარის GNX Billboard 200-ის ლიდერ პოზიციაზე დაბრუნდა. ხოლო დღეს, შოუდან ერთი თვის შემდეგაც კი, ლამარს ისევ უკავია Billboard Hot 100-ის ტოპ ხუთიდან სამი პოზიცია. მათ შორისაა ჩარტის ლიდერი ჰიტი Luther.

ნახეთ  NFL-ის მოკლე დოკუმენტური ფილმი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Playboi Carti-მ Evil J0rdan-ის ოფიციალური ვიდეოკლიპი გააზიარა

შემდეგი სტატია

FlowFlow – პლატფორმა, რომელმაც საქართველოში რეპ ბეთლის კულტურა შექმნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი