Bridge To Funds – ინოვაციური პლატფორმა კრეატიული ინდუსტრიებისთვის

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე გათვლილი პლატფორმა 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

Bridge To Funds ახალი, ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც კრეატიული ინდუსტრიების მხარდასაჭერად და მათი შემოქმედებითი იდეების განსავითარებლად შეიქმნა. პლატფორმის სამიზნე აუდიტორიებია: მუსიკოსები, ფესტივალების ორგანიზატორები, ვიდეოკონტენტის შემქმნელები, არტისტები, კულტურული და IT სტარტაპები. Bridge To Funds ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას აერთიანებს, რომელთა საშუალებითაც ის ნებისმიერ შემოქმედს იდეის პროფესიონალურ ბიზნესგეგმად გარდაქმნასა და სწორი ინვესტორის პოვნაში ეხმარება. პლატფორმის შექმნელები არიან: სერგი გვარჯალაძე, გიორგი თაბუკაშვილი, ლუკა ლორთქიფანიძე, თინათინ ჭუმბურიძე, თემურ ჯაფარიძე და ზაზა ჯაფარიძე.

სერგი გვარჯალაძე:

„დღეს შემოქმედებითი ინდუსტრიები მსოფლიო მასშტაბით 2.7 ტრილიონი დოლარის ეკონომიკას ქმნის. პროგნოზის მიხედვით კი, 2032 წლისთვის ეს რიცხვი 4 ტრილიონს გადააჭარბებს. თუმცა ინოვაციურ იდეებს ხშირად აკლდება ბიზნესმხარე და დაფინანსებაზე წვდომა. აი, სწორედ ამ პრობლემებს გადაწყვეტს  Bridge To Funds – მარტივი, ხელმისაწვდომი და პროფესიონალური გზებით. მაგალითად, პლატფორმის დახმარებით, არტისტს შეეძლება განავითაროს ბიზნესგეგმა, ვთქვათ, ახალი ლეიბლისთვის ან მუსიკალური ფესტივალისთვის; დეველოპერს შეუძლია განავითაროს ახალი კომპიუტერული თამაში და ა.შ.

პლატფორმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზეა გათვლილი. რა თქმა უნდა, ის საქართველოშიც იმუშავებს, თუმცა ძირითადი სამიზნე ეს ორი დიდი ქვეყანა იქნება. Bridge To Funds უკვე შეფასდა 1 მილიონ დოლარად და ახლა ინვესტორების წინაშე წარსადგენად მზადდება. 

კრეატიული ინდუსტრიების გარდა, Bridge To Funds-ის გამოყენება თავად ინვესტორებსაც შეეძლებათ, რომლებიც ახალ, საინტერესო შემოქმედებით პროექტებს ეძებენ. პლატფორმა იძლევა იმის საშუალებასაც, რომ სპონსორებმა თუ საერთაშორისო საგრანტო ორგანიზაციებმა ის თავიანთი განაცხადის კოორდინირებისთვის მოირგონ.” 

პლატფორმის პირველადი ვერსია უკვე ტესტირებულია ბეტა მომხმარებლებთან, რომელთა შორის არიან არტისტები, მენეჯერები და კულტურის სტარტაპები. უახლოეს კვირებში კი შემოქმედებითი ინდუსტრიების ასევე ლიმიტირებული რაოდენობის წარმომადგენლებს პროგრამის ახალი ვერსიის დატესტვაც შეეძლებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, უსასყიდლოდ გამოცადონ Bridge To Funds-ის სრული სერვისი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტრეისი ჩეპმენი სტრიმზე უარის თქმის მიზეზს ხნის: „მე მუსიკას მხოლოდ ფიზიკური ფორმით ვყიდულობ”

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონი და Madonna დუეტი 1998 წელს კარნეგი ჰოლში. ფოტო:რიჩარდ კორქერი / NY Daily News Archive Getty Images

Madonna-სა და ელტონ ჯონის მრავალწლიანი დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი