Madonna-სა და ელტონ ჯონის მრავალწლიანი დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა

„ახლა ჩვენ შორის ყველაფერი კარგადაა, ოფიციალურად შევრიგდით.” – განაცხადა Madonna-მ.
ელტონ ჯონი და Madonna დუეტი 1998 წელს კარნეგი ჰოლში. ფოტო:რიჩარდ კორქერი / NY Daily News Archive Getty Images
ელტონ ჯონი და Madonna დუეტი 1998 წელს კარნეგი ჰოლში. ფოტო:რიჩარდ კორქერი / NY Daily News Archive Getty Images

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში Madonna-სა და ელტონ ჯონს შორის ურთიერთდაპირისპირება არ ნელდებოდა. არტისტები ერთმანეთის მიმართ საჯარო კრიტიკას თუ დამცინავ კომენტარებს არ ერიდებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდა. მრავალწლიანი უთანხმოების მშვიდობიანად დასრულება კი  მათი თაყვანისმცემლებისთვისაც მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა.

7 აპრილს Madonna-მ ინსტაგრამზე  ელტონ ჯონთან გადაღებული ფოტო გააზიარა წარწერით: „საბოლოოდ შევრიგდით!!! ვისიამოვნე ამ შაბათ კვირას SNL-ზე მისი გამოსვლით.”

ფოტოზე Madonna და  ელტონ ჯონი ერთად დგანან, რაც ხანგრძლივი უთანხმოების შემდეგ მეგობრული კავშირის აღდგენას უსვამს ხაზს.

ძველი კონფლიქტი, რომ წარსულს ჩაბარდა, ეს ელტონ ჯონმაც დაადასტურა: „მადლიერი ვარ, რომ შეგვიძლია წინ წავიდეთ.“ – დაწერა მან.

Madonna-მ პოსტში გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ელტონ ჯონის ერთ-ერთ შოუზე დასწრებამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და  სწორედ მაშინ მიხვდა, რომ პოპვარსკვლავობა სურდა.

„მაშინ მივხვდი, რომ მინდოდა სცენაზე ყოფნა, მინდოდა, პოპ-სენსაცია ვყოფილიყავი. როცა ელტონს სცენაზე ვუყურებდი, მივხვდი, რომ ნორმალურია იყო სხვანაირი, გამორჩეული, არჩიო ნაკლებად გაკვალული გზა.“

თუმცა, წლების შემდეგ, როცა ელტონმა საჯაროდ გამოხატა  Madonna მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, ეს ფაქტი პოპვარსკვლავისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა:

„წლების მანძილზე განვიცდიდი, რომ ადამიანი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემდი,  საჯაროდ ამხელდა, რომ ჩემი შემოქმედება არ მოსწონდა. ჩემთვის ეს გაუგებარი იყო.“ – ამ გულწრფელი სიტყვებით კი Madonna კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, თუ რატომ იყო მათი შერიგება ასე მნიშვნელოვანი.

ელტონ ჯონისა და Madonna-ს კონფლიქტი 2002 წელს დაიწყო, როდესაც ჯონმა განაცხადა, რომ Die Another Day ყველაზე ცუდი ბონდ სიმღერა იყო, რომელსაც მელოდიაც კი არ ჰქონდა.  2004 წელს Madonna ელტონ ჯონისგან მორიგი კრიტიკის სამიზნე გახდა, როცა Q Awards-ზე საუკეთესო ცოცხალი შესრულებისთვის ჯილდო მიიღო.

„Madonna – საუკეთესო ცოცხალი შემსრულებელი? როდის გახდა ლიპ-სინქი ცოცხალი შესრულება? ვფიქრობ, ყველა ვინც სცენაზე პირის მოძრაობის სანაცვლოდ ხალხისგან 75 ფუნტს იღებს, უნდა ისჯებოდეს.“ –  განაცხადა ელტონ ჯონმა.

ამ კომენტარმა მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

2012 წელს Golden Globes-ზე, „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ კატეგორიაში Madonna-ს და ელტონ ჯონის წარდგენამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. 

საბოლოოდ Madonna-მ გაიმარჯვა, ჯონის მეუღლემ, დევიდ ფერნიშმა კი სოციალურ მედიაში კომენტარი დაწერა, რომლის თანახმად, Madonna-ს გამარჯვებით ნათლად გამოჩნდა, რომ ჯილდოები „დამსახურებას არ უკავშირდებოდა“.

Madonna-მ იმედი გამოთქვა, რომ ამ შერიგებას შეიძლება შედეგი მოჰყვეს. „(ელტონმა) მითხრა, რომ ჩემთვის სიმღერა დაწერა და ჩემთან თანამშრომლობა სურს. თითქოს წრე შეიკრა.“  

ელტონ ჯონმა Madonna-ს დაუფიქრებელი გამონათქვამების გამო მოუბოდიშა და პატიებისთვის მადლობა გადაუხადა.  მომღერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას დიდ პატივს სცემს, განსაკუთრებით,   HIV-ისა და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

„არ ვამაყობ ჩემი სიტყვების გამო. განსაკუთრებით იმ ბრწყინვალე საქმეების ფონზე, რაც ხელოვნების საშუალებით გაგიკეთებია,“  – დაწერა ელტონ ჯონმა.

Madonna-მ თავის ბოლო ინსტაგრამ პოსტში აღნიშნა, რომ 5 აპრილს, როცა შაბათის ღამის შოუზე ელტონ ჯონს შეხვდა, პირველი, რაც უთხრა, იყო სიტყვა:  „მაპატიე“.
,,ამით ჩვენს შორის კედელი დაიმსხვრა, პატიება ძლიერი იარაღია. რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე ერთმანეთს ვეხუტებოდით.“ –  დაწერა Madonna-მ.

ელტონ ჯონმა ასევე აღნიშნა,  რომ შესაძლოა, ისინი მაგალითი  გახდნენ მთელი მსოფლიოსთვის –  როგორც შერიგების შესაძლებლობა ორად გაყოფილ მხარეებს შორის.

„ძალიან მაწუხებს ის დაპირისპირება, რამაც მოიცვა ჩვენი სამყარო. შენ და მეც გულწრფელად მიგვიღო და ჩაგვიხუტა საზოგადოებამ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საფრთხის ქვეშ იმყოფება. სწორედ ერთიანობით ჩნდება იმედი, რომ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი რამ გავაკეთოთ მათთვის, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.“ –  დაწერა ელტონ ჯონმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Bridge To Funds – ინოვაციური პლატფორმა კრეატიული ინდუსტრიებისთვის

შემდეგი სტატია

SEPULTURA  გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი