Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

გარდა მუსიკისა, ჯგუფმა სპეციალურად გულშემატკივრებისთვის ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც მათ უნიკალურ კონტენტს, ალბომის მასალებსა და ინტერაქციას სთავაზობს.
Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი
Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

ლეგენდარულმა ინდი-როკ ჯგუფმა Arcade Fire მომავალი ალბომის გამოსვლა დააანონსა, რომლის სახელწოდებაც Pink Elephant იქნება. ამასთან, ბენდმა ახალი სინგლი Year of the Snake გააზიარა, რომელიც ალბომის პირველი ოფიციალური ჩანაწერია.

Arcade Fire-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი გაზაფხულზე გამოვა. მასში  10 სიმღერა შედის, რომლებიც  ნიუ ორლეანში, Good News ხმის ჩამწერ სტუდიაშია ჩაწერილი. პროექტი აღწერილია, როგორც მისტიკური პანკი, რომლის მოსმენისას მსმენელი ხმოვან ოდისეაში იმოგზაურებს.

ალბომის ძირითადი თემებია: სინათლე და სიბნელე, შინაგანი სილამაზე და ინდივივიდუალური აღქმები. ალბომის სახელი Pink Elephant  ფსიქოლოგიური პარადოქსის ალეგორიაა: როცა ფიქრის ნაკადის შეჩერებას ცდილობ და ეს მცდელობა კვლავ ფიქრების ნაკადად იქცევა. იგივე პრინციპია ცნობილ ფრაზაში: „ნუ იფიქრებ ვარდისფერ სპილოზე“  როცა ძალაუნებურად სწორედ მასზე ფიქრობ. 

როგორც Arcade Fire-ის ინსტაგრამ პოსტშია  აღნიშნული, ალბომი Pink Elephant 9 მაისს გამოვა. ჯგუფმა ასევე გაავრცელა ალბომის გარეკანიც.

Pink Elephant-ში შესული სიმღერების სია ასე გამოიყურება:  Open Your Heart or Die Trying,  Pink Elephant, Year of the Snake, Circle of Trust,  Alien Nation, Beyond Salvation, Ride or Die,  I Love Her Shadow,  She Cries Diamond Rain,  Stuck in My Head.

Pink Elephant  Arcade Fire-ის პირველი ალბომია 2022 წლის ალბომ We-ს გამოცემის შემდეგ, რომელმაც Billboard 200-ის მე-6 ადგილი დაიკავა და Top Rock Albums ჩარტის სათავეში მოექცა. 

ეს ასევე ბენდის პირველი გამოცემაა მას შემდეგ, რაც ჯგუფის ლიდერს, უინ ბატლერს რამდენიმე პირმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.  ბატლერმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ყველა ურთიერთობა თანხმობის საფუძველზე შედგა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე ბენდმა ახალი აპლიკაცია სახელად Circle of Trust გამოუშვა, სადაც გულშემატკივრებს უნიკალური კონტენტის, ალბომის მასალების, ბილეთებზე ადრეული წვდომის და ექსკლუზიური მერჩის ხილვა შეეძლებათ. 

აპლიკაციაში ჯგუფმა იშვიათი კომპოზიცია  Cars and Telephones გამოაქვეყნა, რომელიც, მათი თქმით, პირველი სიმღერაა, რომელიც ბატლერმა შასანს გაუზიარა.

მოისმინეთ Pink Elephant-ის  პირველი სინგლი Year of the Snake და ნახეთ Arcade Fire ალბომის გარეკანი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

არიანა გრანდე - ფოტო: კატია ტემკინი

არიანა გრანდეს ალბომ Eternal Sunshine-ს კიდევ ექვსი ახალი სიმღერა დაემატა

შემდეგი სტატია

TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში Lisa სერიალ The White Lotus-ის მსახიობებთან ერთად Doechii-ის Anxiety-ზე ცეკვავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი