არიანა გრანდეს ალბომ Eternal Sunshine-ს კიდევ ექვსი ახალი სიმღერა დაემატა

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის ეპიზოდში წამყვანები არიანა გრანდეს, როგორც პოპვარსკვლავის დაბრუნებაზე საუბრობენ. არტისტმა ალბომის დელუქს ვერსია – Brighter Days Ahead გამოსცა.
არიანა გრანდე - ფოტო: კატია ტემკინი
არიანა გრანდე – ფოტო: კატია ტემკინი

არიანა გრანდემ 2024 წლის 8 მარტს მეშვიდე სტუდიური ალბომი Eternal Sunshine გამოსცა, ნოემბერში  მონაწილეობა მიიღო ოსკაროსან მიუზიკლში  Wicked, ახლახან, 28 მარტს კი  ალბომის განახლებული დელუქს ვერსია Brighter Days Ahead გამოსცა, რომელშიც ექვსი ახალი სიმღერა შედის. 

Billboard-ის Pop Shop Podcast-ის, ახალ ეპიზოდში  წამყვანები არიანა გრანდეს, როგორც პოპვარსკვლავის დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. არტისტს საკმაოდ აქტიური და წარმატებული წელი ჰქონდა, როგორც კინოვარსკვლავს, ახლა კი წამყვანები არიანას ალბომის,  Eternal Sunshine-ის  დელუქს ვერსიას, Brighter Days Ahead-ს განიხილავენ.

პოდკასტში ჩარტების სიახლეებზეც ისაუბრეს:  როგორ დაბრუნდა Eternal sunshine Billboard 200-ის ალბომების ჩარტის პირველ ადგილზე მისი ხელახალი გამოცემის შემდეგ, როგორ დაიკავა Drake-ის ჰიტმა Nokia-მ Billboard Hot 100-ში მე-7-დან მე-3 ადგილი, კენდრიკ ლამარი კი  კვლავ ლიდერობს ჩარტში SZA-სთან კოლაბორაციული სიმღერით Luther.

ამავდროულად, ჩაპელ როუნის Pink Pony Club – Pop Airplay ჩარტში პირველ ადგილზეა, ხოლო ბოლო 24 წლის განმავლობაში ბონ ჯოვიმ იმავე ჩარტში ახალი სიმღერით კარიერის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა.

The Billboard-ის Pop Shop Podcast   ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური სივრცეა, სადაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებთან ერთად პოპ-მუსიკის სიახლეებზე, სტატისტიკებზე, ისტორიებზე და  ახალ რელიზებზე,  საინტერესო დისკუსიები იმართება. აქვე მოისმენთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს   პოპ-სცენის წარმომადგენლებთან.

პოდკასტს Billboard-ის ციფრული მიმართულების აღმასრულებელი დირექტორი  ქეთი ატკინსონი და ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების დირექტორი კიტ კოლფილდი უძღვებიან. წამყვანები მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს ყოველკვირეულად საინტერესო გადაცემას სთავაზობენ, რომლის მოსმენაც  Billboard.com-ზე ან  Apple Podcasts-ზეა შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SEPULTURA  გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

Arcade Fire ფოტო: დენი კლინჩი

Arcade Fire-მა ახალი ალბომი Pink Elephant დააანონსა და  ალბომის წამყვანი სინგლი Year of the Snake გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი