კანიე უესტის თქმით, ისურვებდა, რომ კიმ კარდაშიანის ნაცვლად შვილები პერის ჰილტონთან ჰყოლოდა

უესტსა და კარდაშიანს ოთხი შვილი ჰყავთ.
კანიე უესტი
Matthias Nareyek/Getty Images

კანიე უესტსა და კიმ კარდაშიანს ოთხი შვილი ჰყავთ. თუმცა, რეპერის თქმით, ერჩივნა, რომ შვილები სხვა ცნობილ სახესთან ჰყოლოდა.

Digital Nas-ის Twitch-ის სტრიმში უესტმა განაცხადა, რომ ისურვებდა, ალტერნატიულ სამყაროში კარდაშიანის ნაცვლად მისი შვილების დედა პერის ჰილტონი ყოფილიყო. 2000-იან წლებში კარდაშიანი სწორედ ჰილტონის პირად ასისტენტად მუშაობდა, სანამ თავად გახდებოდა რეალითი შოუს ვარსკვლავი.

„კიმი პერისის ასისტენტი იყო,” – ამბობს გავრცელებულ ვიდეოში რეპერი. შვილები მასთან უნდა გამეჩინა. წარმოგიდგენიათ, შვილები პერის ჰილტონთან რომ მყოლოდა? რამდენი სასტუმრო მექნებოდა ახლა. დაფიქრდით – ჰილტონი.”

ამის შემდეგ კანიემ ჰილტონი და კარდაშიანი საკუთარ თავსა და ვირჯილ აბლოს შეადარა. „კიმი ვირჯილ აბლოს როლში იყო. ის პერის ჰილტონის ვირჯილი იყო.”

უესტმა საუბარში არნოლდ შვარცენეგერის მაგალითიც მოიყვანა, რომელმაც ცოლს უღალატა და შვილი ძიძასთან გააჩინა. 

„თუ არნოლდ შვარცენეგერი ხარ და შვილს ძიძასთან აჩენ, ძიძის ერთადერთი ძალა შვილზე მეურვეობაა. ასე რომ, კიმის ერთადერთი ძალა ახლა ჩემს შვილებზე კონტროლია. მე შვილები ასისტენტთან გავაჩინე.”

უესტისა და კარდაშიანის რომანი 2010-იან წლებში დაიწყო და 2014 წელს ქორწინებით დასრულდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: 11 წლის ნორსი, 9 წლის სენტი, 7 წლის ჩიკაგო და 5 წლის პსალმი. წყვილი ოფიციალურად 2022 წელს განქორწინდა. ამავე წელს კანიემ ურთიერთობა ბიანკა სენსორისთან დაიწყო და მალევე დაქორწინდა. 

რაც შეეხება პერის ჰილტონს, რომელიც „ჰილტონის” სასტუმროების ქსელის დამფუძნებლის, კონრად ჰილტონის შვილთაშვილია, 2021 წელს ის ბიზნესმენ კარტერ რემზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

როკჯგუფი Faces 50 წლის შემდეგ პირველად ახალ ალბომს გამოუშვებს

შემდეგი სტატია

„ეს უნდა დასრულდეს“ – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს საჯაროდ აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი