როკჯგუფი Faces 50 წლის შემდეგ პირველად ახალ ალბომს გამოუშვებს

ჯერ კიდევ 2021 წელს როდ სტიუარტმა დაადასტურა პროექტის არსებობა, ხოლო 2024 წელს განაცხადა: „ჯერ არ დაგვიმთავრებია, მაგრამ გპირდებით, წელს დავასრულებთ.“
როდ სტიუარტი და რონი ვუდი BRIT Awards 2020 -ის ცერემონიაზე. 2020 წლის 18 თებერვალი.
Gareth Cattermole/Getty Images

52 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა ბლუზ-როკ ჯგუფმა Faces თავისი ბოლო ალბომი გამოუშვა. ამჯერად ჯგუფის წევრები ახალ ალბომზე მუშაობენ. 

ინფორმაცია Faces-ის დრამერმა კენი ჯოუნსმა The Telegraph-თან ინტერვიუში გაამხილა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯგუფი უკვე ოთხი წელია, ახალი ალბომის გამოცემას აანონსებს. პროექტის არსებობა 2021 წელს როდ სტიუარტმაც დაადასტურა, ხოლო 2024 წელს განაცხადა: „ჯერ არ დაგვიმთავრებია, მაგრამ გპირდებით, წელს დავასრულებთ.“

უახლეს ინტერვიუში ჯოუნსმა აღნიშნა, რომ მან და ბენდის წევრებმა ლონდონში, RAK Studios-ში დაახლოებით 11 ტრეკი ჩაწერეს. მისი თქმით, ერთ-ერთ კომპოზიციაში მუსიკოსი და ტელევარსკვლავი ჯულს ჰოლანდიც მონაწილეობს. „ყველა ტრეკი არ იქნება ალბომისთვის შესაფერისი, მაგრამ უმეტესობა კარგია. ვფიქრობ, [ალბომს] წელს ვერ გამოვუშვებთ. ალბათ, მომავალ წელს გამოვა. ყველას თავისი საქმე აქვს. უცბად აღმოჩნდება, რომ The Rolling Stones-ი ტურნეშია, როდს კი ისევ სოლო კონცერტი აქვს…” – ამბობს ჯოუნსი.

Faces 1969 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი Small Faces-ის და The Jeff Beck Group-ის წევრების გაერთიანებით შეიქმნა. ბენდმა მხოლოდ ექვსი წელი იარსება, სანამ გიტარისტი რონი ვუდი Rolling Stones-ს შეუერთდებოდა, ხოლო როდ სტიუარტი სოლო კარიერას გააგრძელებდა. ჯგუფმა ოთხი ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც ყველაზე წარმატებული 1971 წლის A Nod Is As Good As a Wink… to a Blind Horse აღმოჩნდა. ჩანაწერი Billboard 200-ის ჩარტის მეექვსე ადგილზე მოხვდა. სწორედ ამ ალბომშია  შესული ჯგუფის ჰიტი Stay with Me, რომელმაც Hot 100-ის ჩარტში მე-17 ადგილი დაიკავა. Faces-მა ბოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით  Ooh La La 1973 წელს გამოსცა.

ბენდის დამფუძნებელი ბასისტი რონი ლეინი 1997 წელს გარდაიცვალა, ხოლო იენ მაკლაგანი (კლავიში)  – 2014-ში. დაშლის შემდეგ ბენდის წევრები რამდენიმეჯერ გაერთიანდნენ, თუმცა Faces-ს აქტიური ჯგუფის სტატუსი 2020 წლის Brit Awards-ის ცერემონიის შემდეგ აქვს. ბენდმა დაჯილდოებაზე  Stay With Me შეასრულა.

როდ სტიუარტი 2025 წლის Glastonbury Festival-ზე ჰედლაინერი იქნება. ის ლას-ვეგასის კონცერტების სერიასაც გამართავს, რომელიც ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Nini Iris-მა სინგლი Release Me გამოუშვა

შემდეგი სტატია

კანიე უესტის თქმით, ისურვებდა, რომ კიმ კარდაშიანის ნაცვლად შვილები პერის ჰილტონთან ჰყოლოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი