პროპალესტინური განცხადებების გაკეთების შემდეგ Kneecap-ს მხარდაჭერას Massive Attack უცხადებს

„სრულად ვაცნობიერებთ მდაბიო პოლიტიკური დუმილის ადამიანურ ხარკს და ამავდროულად, დაჩაგრული ხალხის მიმართ საჯარო სოლიდარობის გამოთქმის კომერციულ შედეგებს.”
Massive Attack
Warren Du Perez

Massive Attack მხარდაჭერას უცხადებს Kneecap-ს – ირლანდიურ ჰიპ-ჰოპ ტრიოს, რომელიც პროპალესტინური მესიჯების გავრცელების შემდეგ მასობრივი კრიტიკისა და ცენზურის ქვეშ მოექცა.

Massive Attack-მა ინსტაგრამზე განცხადება გაავრცელა, სადაც ბენდი იმ არაპროპორციულ გამოხმაურებას აკრიტიკებს, რაც Kneecap-მა პალესტინის მხარდამჭერი მესიჯების გავრცელების გამო მიიღო იმ ყურადღებასთან შედარებით, რასაც ღაზა მიმდინარე მოვლენების ფონზე იღებს. 

„თუ დიდი პოლიტიკოსები ვერ პოულობენ ვერც დროსა და ვერც სიტყვებს, რომ დაგმონ, მაგალითად, 15 ჰუმანიტარული მოხალისის სიკვდილი ღაზაში; მოსახლეობის შიმშილობა, როგორც ომის წარმოების მეთოდი; ან იმავე ტერიტორიაზე ათასობით ბავშვის მკვლელობა იმ ქვეყნის მიერ, რომელიც ყველაზე დახვეწილ იარაღს ფლობს მთელ მსოფლიოში; რამდენად უნდა გაითვალისწინონ მუსიკალურმა ფესტივალებმა ასეთი ადამიანების მორალური რჩევა, თუ ვინ გამოიყვანონ სცენაზე?” – წერს Massive Attack.

„როგორც ბენდი, რომელიც 30 წელზე მეტია, რაც საჯაროდ და ხმამაღლა საუბრობს არალეგალურ ოკუპაციაზე, სეგრეგაციულ სისტემაზე და ათასობით პალესტინელის მკვლელობაზე, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ორივეს – მდაბიო პოლიტიკური დუმილის ადამიანურ ხარკს და ამავდროულად, დაჩაგრული ხალხის მიმართ საჯარო სოლიდარობის გამოთქმის კომერციულ შედეგებს.” 

Kneecap-ის პოლიტიკური მესიჯები გლობალური მედიის მთავარ თემად იქცა Coachella-ზე მათი გამოსვლის შემდეგ, როცა სცენაზე მკაფიო ანტიისრაელური პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებენ, ცენზურის ქვეშ მოექცა. 

„ისრაელი გენოციდს სჩადის პალესტინელი ხალხის მიმართ,” – ეწერა სცენაზე აღმართულ პროექტორზე. „ამის ნებართვას კი აშშ-ის მთავრობა აძლევს, რომელიც აფინანსებს და იარაღით ამარაგებს ისრაელს, მიუხედავად საკუთარი დანაშაულებისა. თავისუფლება პალესტინას.”

Kneecap-ის განცხადებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. შერონ ოზბორნი ითხოვდა, რომ ბენდის მომდევნო ჩრდილოამერიკული ტურნეს წინ მათი სამუშაო ვიზები გაეუქმებინათ. ტრიოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა მისმა აგენტმა Independent Artist Group-მაც.

ცოტა ხნის წინ Kneecap-მა ბოდიში მოიხადა გავრცელებული ვიდეომასალის გამო, სადაც ჯგუფის წევრები ბრიტანეთის პარლამენტის წევრების სიკვდილს ითხოვდნენ. 

„სასაუბრო ენა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ჯო კოქსისა და დევიდ ამესის საზარელი მკვლელობები ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს დაუდევრობისა და წინდაუხედაობის ადგილი,” – ამბობს Massive Attack.

„მაგრამ პოლიტიკოსებსა და მემარჯვენე ჟურნალისტებს, რომლებიც სტრატეგიულად თითხნიან ახალგაზრდა პანკბენდის სცენაზე ბუტბუტის მორალურ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა პარალელურ რეჟიმში აიგნორებენ რეალურ გენოციდს (მათ შორის უპრეცედენტო რაოდენობის ჟურნალისტების მკვლელობას), აქვთ რაიმე უფლება, ფესტივალებს პოლიტიკური ცენზურა აიძულონ? 

აქ მთავარი ამბავი Kneecap არ არის. მთავარი ამბავი ღაზაა. გენოციდია მთავარი ამბავი. შემდეგ კი ბრიტანეთის მთავრობის სიჩუმე, თანხმობა და მხარდაჭერა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მიმართ – აი, ეს არის რეალური ამბავი. სოლიდარობა ყველა იმ არტისტს, ვისაც აქვს მორალური სიმამაცე, ისაუბროს ისრაელის ომის დანაშაულებზე და პალესტინელი ხალხის ჟლეტაზე.”

Massive Attack-ის შემდეგ Kneecap-ის მხარდამჭერი საჯარო განცხადება გააზიარა ლონდონში დაფუძნებულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა Heavenly Recordings. განცხადებას სხვა მუსიკოსებთან ერთად ხელს Massive Attack-იც აწერს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკლ ბოლტონი ტვინის სიმსივნესთან ბრძოლაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

Babygirl

ფილმ Babygirl-ის ერთ-ერთი სცენა ქართველების მიერ დაარსებულ კლუბ BASEMENT-შია გადაღებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი