ფილმ Babygirl-ის ერთ-ერთი სცენა ქართველების მიერ დაარსებულ კლუბ BASEMENT-შია გადაღებული

2024 წელს გადაღებულ ეროტიკულ თრილერში მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს.
Babygirl
Babygirl-ის ეპიზოდი კლუბ Basement-ში

ნიუ-იორკში, ქართველების მიერ დაარსებულ ცნობილ ტექნო კლუბ BASEMENT-ში ფილმ Babygirl-ის  ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდია გადაღებული. ფილმი 2024 წელს ჰალინა რეინის რეჟისორობით გამოვიდა, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანთან ერთად ჰარის დიკინსონი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.

ბრუკლინის ინდუსტრიულ სივრცეში მდებარე კლუბ BASEMENT-ში ნიკოლ კიდმანის პერსონაჟი ახალგაზრდა თანამშრომელს, სამუელს (ჰარის დიკინსონს) კლუბის ხმაურიან გარემოში ხვდება, ფონად კი Yellow Claw, Natte Visstick და RHYME-ის სიმღერა CRUSH ჟღერს. 

გადაღებების დროს გავრცელებულ ვიდეოში ნიკოლ კიდმანი ამბობს:  „ძალიან მომეწონა, თავისუფლების განცდა დამეუფლა… მინდა ამ კლუბში ისევ დავბრუნდე.“

@a24 “I want to go back to that rave now.” Nicole Kidman, Harris Dickinson and Halina Reijn take you behind the scenes and straight to the dance floor in #Babygirl ♬ original sound – A24

ცნობისთვის, BASEMENT ნიუ-იორკში, Knockdown Center-ის შენობაში 2019 წელს გაიხსნა და მალევე იქცა კლუბური და ტექნო მუსიკის მოყვარულთათვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად. ბილბორდ საქართველომ კლუბ BASEMENT-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან 2023 წელს ინტერვიუ ჩაწერა, რომლის შესახებაც სტატიას სრულად შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

კლუბ BASEMENT-ში გადაღებული სცენა Babygirl-ის  ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია, საიდანაც მთავარი პერსონაჟების ურთიერთობა იწყება.

ფილმი Babygirl  ვნებით სავსე ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ნიკოლ კიდმანის გმირი თავგადასავლების მაძიებელი, დამოუკიდებელი ქალის როლს ასრულებს. ეს არის ფილმი ძალაუფლების, ასაკობრივი ბარიერის და თვითშემეცნების შესახებ, სადაც პირადი ინტერესები საზოგადოებრივ ნორმებთან იკვეთება. 

ნახეთ BASMENT-ში გადაღებული ფილმის,  Babygirl-ის ეპიზოდი:

@a24

Wishing you a very Babygirl NYE. Now playing in theaters everywhere.

♬ original sound – A24

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პროპალესტინური განცხადებების გაკეთების შემდეგ Kneecap-ს მხარდაჭერას Massive Attack უცხადებს

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ალბომ I Said I Love You First-ის დელუქს ვერსია გამოსცეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
მეტი
იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

სერიალის მუსიკალური გუნდი Billboard-ს იმ ჰიტებზე უყვება, რომლებიც მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდებისთვის შეარჩიეს.
მეტი