Sevdaliza-სა და La joaqui-ს კოლაბორაციული სიმღერა HEROINA

კლიპის რამდენიმე ეპიზოდი საქართველოშია გადაღებული, შემოქმედებითი ჯგუფის დიდი ნაწილი კი ქართველ პროფესიონალთა გუნდით იყო დაკომპლექტებული.
SEVDALIZA - HEROINA FT. LA JOAQUI
SEVDALIZA – HEROINA FT. LA JOAQUI

9 მაისს  ირანული წარმოშობის ნიდერლანდელმა არტისტმა  Sevdaliza-მ ახალი სიმღერა HEROINA დაარელიზა, რომელიც არგენტინელ მუსიკოს La joaqui-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.

Sevdaliza-ს შემოქმედება სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის შერწყმითა და ვიზუალური ხელოვნების ელემენტებით გამოირჩევა. მუსიკოსმა თავის სტილს არც HEROINA-ს შემთხვევაში უღალატა და მსმენელს ღრმა შინაარსის მქონე სიმღერასთან ერთად კონცეპტუალური მეტაფორებით დატვირთული კლიპი შესთავაზა.

HEROINA განსაკუთრებულია იმითაც, რომ სიმღერის კლიპი ნაწილობრივ საქართველოში, თბილისშია გადაღებული და შემოქმედებითი ჯგუფის დიდი ნაწილი ქართველ პროფესიონალთა გუნდით არის დაკომპლექტებული. კლიპზე სერვის ფროდაქშენ კომპანიამ Radioactive Shelter-მა იმუშავა, რომლის  თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი წარმომავლობით ქართველი ალბერტ ზურაშვილია დარკო სკულსკისთან ერთად.

ვიდეორეჟისურა ტანუ მუნიოს ეკუთვნის, რომელიც ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევრებით არის ცნობილი. (Doja Cat, Rosalía, Lady Gaga, Cardi B, Dua Lipa)

HEROINA ეძღვნება ყველას, ვინც ლახავს საზღვრებს და ბინარულ ჩარჩოებს სცდება. სიმღერა Sevdaliza-ს ერთგვარი ალტერ ეგოა, დაუმორჩილებლობის მანიფესტი და პატრიარქატის წინააღმდეგ გაჟღერებული გზავნილი, სადაც არტისტების ხმა თვითგამოხატვისა და კოლექტიური სოლიდარობის ნიშნად ჟღერს. 

მოისმინეთ Sevdaliza-სა და La joaqui-ის ერთობლივი სიმღერა HEROINA

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Newcomers Tbilisi

Tbilisi Newcomers 2025-ის გამარჯვებული ცნობილია

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის 65-ე დაჯილდოება, ლოს ანჯელესი. ფოტო: ნელსონ ბერნარდი /Getty Images for The Recording Academy

ჰარი სტაილსი ვატიკანში, პაპ ლეო XIV-ეს წარდგენაზე იმყოფებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი