ჰარი სტაილსი ვატიკანში, პაპ ლეო XIV-ეს წარდგენაზე იმყოფებოდა

სუპერვარსკვლავი 8 მაისს წმინდა პეტრეს მოედანზე დააფიქსირეს.
ჰარი სტაილსი 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის 65-ე დაჯილდოება, ლოს ანჯელესი. ფოტო: ნელსონ ბერნარდი /Getty Images for The Recording Academy
ჰარი სტაილსი 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის 65-ე დაჯილდოება, ლოს ანჯელესი.
ფოტო: ნელსონ ბერნარდი /Getty Images for The Recording Academy

8 მაისს ჰარი სტაილსი წმინდა პეტრეს მოედანზე იმ ათასობით ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, ვინც ვატიკანში პაპ ლეო XIV-ს არჩევას  დაესწრო.

სუპერვარსკვლავი წმინდა პეტრეს მოედანზე,  სათვალითა და კეპით დააფიქსირეს, რომელზეც ეწერა Techno is my boyfriend.

სოციალურ მედიაში გულშემატკივრებს ჰარი სტაილსის წმინდა პეტრეს მოედანზე ყოფნა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, ერთ-ერთი მათგანი  X-ზე წერს: „პაპმა ვერც კი გაიაზრა, რომ მას ხელს ჰარი სტაილსი უქნევდა.” 

აპრილში, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, ვატიკანში ახალი პაპი ლეო XIV აირჩიეს. 69 წლის ამერიკელი მისიონერი რობერტ პრევოსტი რომის 267-ე პაპია და  ისტორიაში პირველი პონტიფიკოსი, რომელიც აშშ-ში დაიბადა.

ჰარი სტაილსი 2023 წელს დასრულებული მსოფლიო ტურნეს, Love on Tour-ის შემდეგ  ნაკლებად აქტიურობს.  მუსიკოსმა ტურნე 2021 წელს დაიწყო.  სტაილსისთვის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, მან ნიუ-იორკში  Madison Square Garden-ში 15 და ლოს ანჯელესის Kia Forum-ში დამატებით კიდევ 15 კონცერტი გამართა.   

ჰარი სტაილსის მესამე სტუდიურმა ალბომმა Harry’s House (2022) დიდ წარმატებას მიაღწია. ალბომის ჰიტ სინგლი  As It Was 15 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე, თავად ალბომი კი Billboard 200-ის სათავეში ორჯერ მოხვდა. 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე სტაილსის ალბომმა Harry’s House წლის ალბომის ტიტული მიიღო.

გლობალური ტურნეს შემდეგ ჰარი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. მარტში მომღერალი ტოკიოს მარათონში იღებდა მონაწილეობას, სადაც 37 000-ზე მეტი მორბენალიდან 6010-ე ადგილი დაიკავა, აპრილში კი ლონდონის მარათონს შეუერთდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SEVDALIZA - HEROINA FT. LA JOAQUI

Sevdaliza-სა და La joaqui-ს კოლაბორაციული სიმღერა HEROINA

შემდეგი სტატია

USHER: RENDEZVOUS IN PARIS Bellamy Brewster

კონცერტის მსვლელობისას აშერმა სცადა, ალუბალი მიეწოდებინა მსმენელისთვის, რომელსაც ხილზე ალერგია ჰქონდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი