ბრიუს სპრინგსტინი ტრამპს „შეუფერებელ პრეზიდენტს” უწოდებს

მუსიკოსმა ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა მას შემდეგ განაგრძო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მას „ხისთავიანი” და „გამომშრალი ჩირი” უწოდა.
ბრიუს სპრინგსტინი
Shirlaine Forrest/Getty Images

ბრიუს სპრინგსტინმა დონალდ ტრამპის კრიტიკა მომდევნო კონცერტზეც განაგრძო. მუსიკოსი უკან არ იხევს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მას „გადაჭარბებულად შეფასებული”, „ხისთავიანი” და „გამომშრალი ჩირი” უწოდა. ტრამპმა ამ გამონათქვამებით სპრინგსტინის მიერ კონცერტზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა, სადაც მუსიკოსმა აშშ-ის მთავრობა მოიხსენია, როგორც „კორუმპირებული, არაკომპეტენტური და მოღალატეობრივი ადმინისტრაცია”.

„ახლა ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ბუნებას ცვლის და ეს ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დააიგნორო,” – თქვა სპრინგსტინმა კონცერტზე. 

„ჩემს სახლში ადამიანებს სიტყვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის დევნიან. აი, ეს ხდება ახლა. ამერიკაში ყველაზე მდიდარი კაცები სიამოვნებას იღებენ მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ბავშვების გაჭირვებითა და მათი სასიკვდილოდ მიტოვებით. აი, ეს ხდება ახლა. ჩემს ქვეყანაში სადისტურ სიამოვნებას იღებენ იმ ტკივილით, რასაც ისინი ამერიკელ მუშაკებს აყენებენ.”

„ისინი ამერიკის ქუჩებს წმენდენ რეზიდენტებისგან და კანონის საწინააღმდეგოდ, დაკავების იზოლატორებში გადაჰყავთ, როგორც პატიმრები. აი, ეს ხდება ახლა. ჩვენ მიერ არჩეული წარმომადგენლების უმრავლესობამ თავი ვერ გაართვა ამერიკელი ხალხის დაცვას შეუფერებელი პრეზიდენტისა და თაღლითი მთავრობის შეურაცხყოფისგან. მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რას ნიშნავს, იყო სულითა და გულით ამერიკელი.”

სპრინგსტინმა სიტყვა ოპტიმისტურ ნოტზე დაასრულა და ნოველისტისა და სამოქალაქო უფლებების აქტივისტის, ჯეიმს ბოლდუინის ციტატა მოიყვანა: „ამერიკა, რომლისთვისაც 50 წელია ვმღერი, ნამდვილია. მიუხედავად მისი არაერთი ნაკლისა, ის დიდებული ქვეყანაა დიდებული ხალხით და ჩვენ ამ მომენტსაც გადავლახავთ. მაქვს იმედი, რადგან მჯერა იმისა, რასაც ამერიკელი მწერალი ჯეიმს ბოლდუინი ამბობდა: „ამ სამყაროში არ არსებობს იმდენი ჰუმანურობა, რამდენსაც ვისურვებდით, მაგრამ არსებობს საკმარისი.”

16 მაისს, 2 დღის შემდეგ, რაც სპრინგსტინმა მსგავსი კრიტიკა კონცერტის სცენიდან პირველად გაავრცელა, ტრამპმა მას სოციალური ქსელით უპასუხა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Diddy-ს ლეიბლის ყოფილი არტისტის, ობრი ო’დეის თქმით, რეპერის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემას არ გეგმავს

შემდეგი სტატია

ფრანგული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტი, რეპერი Werenoi 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი