Diddy-ს ლეიბლის ყოფილი არტისტის, ობრი ო’დეის თქმით, რეპერის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემას არ გეგმავს

შესაბამისი განცხადება ო’დეიმ 16 მაისს, Amy Robach & T.J. Holmes Present: Aubrey O’Day, Covering the Diddy Trial-ის პოდკასტის პირველ ეპიზოდში გააკეთა.
ობრი ო’დეი Gurus Magazine-ს წვეულებაზე. 2024 წლის 1-ელი ივნისი.
Amanda Edwards/Getty Images

მომღერალი და ჯგუფ Danity Kane-ის ყოფილი წევრი ობრი ო’დეი აცხადებს, რომ შონ კომბსის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში ჩვენების მიცემას არ აპირებს – ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ეს განცხადება ო’დეიმ 16 მაისს, Amy Robach & T.J. Holmes Present: Aubrey O’Day, Covering the Diddy Trial-ის პოდკასტის პირველ ეპიზოდში გააკეთა. პოდკასტი iHeartRadio-სთვის ნიუ-იორკში ჩაიწერა.

„ამჟამინდელი გარემოებების გათვალისწინებით, არ ვაპირებ ჩვენების მიცემას დიდის საქმეზე,“ – აღნიშნა 41 წლის მომღერალმა. თუმცა დაამატა, რომ მისი მონაწილეობა პროცესში ჯერ კიდევ შესაძლებელია: როგორც აღმოჩნდა, მას უკვე დაეკონტაქტა  აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი (Homeland Security) და შეხვედრაც შედგა. სწორედ ეს უწყება ხელმძღვანელობდა მარტში კომბსის ლოს-ანჯელესის და მაიამის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ რეიდებს. 

საჯარო ინტერესი ო’დეიმ მიმდინარე კვირაშიც დაიმსახურა. სოციალურ მედიაში მის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა სპეკულაციები გამოიწვია იმის შესახებ, აპირებდა თუ არა ის სასამართლოში გამოცხადებას.

ობრი ო’დეი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მუსიკალური რეალითი შოუს, MTV-ს Making the Band-ის მეშვეობით გახდა ცნობილი. მისი მენტორი სწორედ Diddy იყო. ჯგუფი Danity Kane 2005 წელს სწორედ ამ შოუში ჩამოყალიბდა და მოგვიანებით კომბსის ლეიბლთან, Bad Boy Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2008 წელს ო’დეიმ ჯგუფი დატოვა. მომღერალმა 2022 წელს, პოდკასტში Call Her Daddy, განაცხადა, რომ ამის მიზეზი მისი მხრიდან კომბსის მოთხოვნებზე უარის თქმა გახდა. მომღერალმა ისიც თქვა, რომ რეპერის მოთხოვნებს მუსიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ო’დეი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ გამოხატა პოზიცია დიდი სკანდალის ფონზე. 2024 წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც კომბსი დააკავეს, მომღერალმა X-ზე დაწერა: „სამართლიანობის არსი ის არის, რომ წარსულს წერტილი დაუსვას და მოგვცეს სივრცე ახალი თავის დასაწყებად. ქალებს ასეთი შანსი იშვიათად ეძლევათ. ვგრძნობ, რომ ჩემს ამბავს ვიღაც სერიოზულად მოეკიდა. ეს დღე გამარჯვებაა ყველა ქალისთვის, არა მხოლოდ ჩემთვის. რაღაცები მართლა იცვლება.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრიელი მონაწილე JJ გახდა

შემდეგი სტატია

ბრიუს სპრინგსტინი ტრამპს „შეუფერებელ პრეზიდენტს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი