ბრიუს სპრინგსტინმა ახალი EP სახელწოდებით – Land of Hope & Dreams გამოუშვა

ბრიუს სპრინგსტნის EP-ის შესავალი შეიცავს ტექსტს, რამაც დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია და მუსიკოსს საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრიუს სპრინგსტინი ფოტო: რობ დემარტინი
ბრიუს სპრინგსტინი ფოტო: რობ დემარტინი

ბრიუს სპრინგსტინი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე პოზიციას, რომ აშშ-ის მთავრობა „კორუმპირებული, არაკომპეტენტური და მუხანათია“. არტისტი ამ პოზიციაზე დონალდ ტრამპის მწვავე რეაქციის შემდეგაც ურყევად დგას. 

აღნიშნული ფაქტიდან ერთ კვირაში, ევროპული ტურის გახსნაზე, ბრიუს სპრინგსტინმა კვლავ მკაცრად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია, რამაც პრეზიდენტი აღაშფოთა და არტისტს Truth Social-ზე მწვავე პოსტით გამოეხმაურა.  მუსიკოსმა ახალი  EP სახელწოდებით Land of Hope & Dreams გამოსცა, სადაც შესავალ ტრეკში სწორედ ის სიტყვებია გამოყენებული, რამაც ტრამპის აღშფოთება გამოიწვია:

„ჩემს სამშობლოში, იმ ამერიკაში, რომელიც მე მიყვარს, რომლის შესახებაც დავწერე და რომელიც 250 წლის განმავლობაში იყო იმედისა და თავისუფლების შუქურა, დღეს კორუმპირებული, არაკომპეტენტური და მუხანათი ადმინისტრაცია მმართველობს,“  – აცხადებს სპრინგსტინი აუდიოჩანაწერში.

„ამაღამ ჩვენ ვთხოვთ ყველას, ვინც დემოკრატიასა და ამერიკული გამოცდილების საუკეთესო მხარეს ეთანხმება, რომ ხმა აიმაღლონ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რათა თავისუფლებამ კვლავ გაიმარჯვოს!“

შემდეგ სპრინგსტინი  2001 წლის კომპოზიციას, Land of Hope & Dreams-ს ასრულებს, რომელიც ამავე დროს მისი მიმდინარე ტურის სახელწოდებაც არის.

პოლიტიკურად დატვირთული მიმართვის გარდა, ექვსკომპოზიციანი  პროექტი მანჩესტერში შესრულებული ცოცხალი ვერსიების ჩანაწერებსაც მოიცავს, მათ შორის: Long Walk Home, My City of Ruins და ბობ დილანის Chimes of Freedom-ს. ალბომში ასევე შედის მონოლოგი, სადაც მუსიკოსი ამერიკულ პოლიტიკურ რეალობას მწვავედ აკრიტიკებს.

„ჩემს ქვეყანაში ისინი სადისტურ სიამოვნებას იღებენ იმ ტკივილისგან, რომელსაც ამერიკელ მუშა ხალხს აყენებენ, ისინი აუქმებენ ისტორიულ სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობას, რომელმაც ოდესღაც სამართლიან და მორალურ საზოგადოებამდე მიგვიყვანა. ისინი ტოვებენ ჩვენს ძლიერ მოკავშირეებს და დიქტატორებს უჭერენ მხარს, ეს ყველაფერი კი თავისუფლებისთვის მებრძოლთა ზურგზე გადადის.” 

EP მას შემდეგ გამოვიდა, რაც  დონალდ ტრამპმა სპრინგსტინი  Truth Social-ზე შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: „მეტისმეტად შეფასებული“ და „ჭკუასუსტი”.

მოგვიანებით,  ტრამპმა ბრიუს სპრინგსტინი, ბიონსე, ოპრა და ბონო კამალა ჰარისის მხარდასაჭერად „არალეგალურ საარჩევნო შეთქმულებაში“  დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მუსიკოსმა  2024 წელს პრეზიდენტობის კანდიდატისგან ფარული ანაზღაურება მიიღო.

(აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდება არცერთი საარჩევნო ფინანსური დოკუმენტაციით არ დასტურდება, ხოლო ჰარისის კამპანიის წარმომადგენელმა რომელიმე არტისტისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ თანხის გადახდა უარყო.)

ტრამპმა ოთხშაბათს Truth Social-ზე  დამონტაჟებული ვიდეო ატვირთა, სადაც თავად გოლფს თამაშობს, ბურთის დარტყმით კი  თითქოს ბრიუს სპრინგსტინს წააქცევს.   ვიდეო არტისტის EP-ის, Land of Hope & Dreams ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოიცა.

მიუხედავად ტრამპის რეაქციებისა, ბრიუს სპრინგსტინს არასდროს შეუცვლია პოზიციები პრეზიდენტის პოლიტიკის  წინააღმდეგ და ყოველთვის ღიად აფიქსირებდა თავის შეხედულებებს. 2020 წელს ჟურნალ The Atlantic-თან საუბარში მან ტრამპი დაახასიათა, როგორც „დემოკრატიის საფრთხე.” – 2024 წლის მაისში ტრამპი სისხლის სამართლის 34-ე მუხლით დამნაშავედ ცნეს საქმეზე, რომელიც ფარული ანაზღაურების გადახდას ეხებოდა.

ამავე წელს ბრიუს  სპრინგსტინმა ღიად დაუჭირა მხარი მაშინდელ პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს და მონაწილეობა მიიღო მის საარჩევნო კამპანიაში.  არტისტი ჰარისის წინასაარჩევნო რეკლამაში შემდეგი სიტყვებით გამოჩნდა:

„ეს არჩევნები იმ ადამიანების ჯგუფს ეხება, რომელთაც სურთ, ძირი გამოუთხარონ ჩვენი ამერიკული ცხოვრების გზას… დონალდ ტრამპს არ ესმის ამ ქვეყნის, მისი ისტორიის და იმის, თუ რას ნიშნავს, იყო ჭეშმარიტად ამერიკელი.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, the Creator საკულტო ფეხსაცმლის ბრენდ Converse-თან არქივული დიზაინების გასაცოცხლებლად გაერთიანდა

შემდეგი სტატია

ბრაიან ინო Microsoft-ს ისრაელის სამხედროების ტექნოლოგიით უზრუნველყოფის გამო აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი