Charli xcx-ის თქმით, Brat-ის შემდეგ მისი მომდევნო ალბომი „სავარაუდოდ, კრახი იქნება”

თუმცა მუსიკოსს ეს ამბავი სრულებით არ ანაღვლებს.
Charli xcx
Stephane Feugere for WWD

რთულია, წარმოიდგინო ვინმე, ვინც Charli xcx-ის Brat-ის წარმატების გამეორებას შეძლებს. თუმცა ახალ ინტერვიუში ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე თავად სულაც არ ღელავს.

კანის კინოფესტივალზე ჩარლიმ იმ წნეხზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა მას Brat-ის გამოცემის შემდეგ ჰქონდეს. „რეალურად, არავითარ წნეხს არ ვგრძნობ, რომ ისეთი ალბომი უნდა გამოვცე, როგორიც Brat-ია, რადგან როცა მას ვაკეთებდი – მიუხედავად იმისა, რომ მჯეროდა მისი და ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა – მაინც წარმოდგენა არ მქონდა, თუ როგორ მიიღებდა მას მსმენელი,” – ამბობს მომღერალი. 

„მე ის საკუთარი თავისთვის გავაკეთე და ისე დავარეკლამე, როგორც მე თვითონ მინდოდა. თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რომ ადამიანები მასთან ისეთ კავშირს დაამყარებდნენ, როგორც ეს მოხდა. ასე რომ, ჰო, მე არ ვგრძნობ წნეხს, რადგან ვფიქრობ, რომ არასდროსაა შესაძლებელი ერთი და იმავე რაღაცის ორჯერ გაკეთება. შესაბამისად, ჩემი შემდეგი ალბომი, სავარაუდოდ, კრახი იქნება, რაზეც, გულწრფელად რომ ვთქვა, პრობლემა არ მაქვს.”

2024 წელს გამოცემული Brat მესამე ადგილზე გავიდა Billboard 200-ში, რაც დღემდე ჩარლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მისი ლაიმისფერი მწვანე ყდით დაწყებული, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის ცენტრში ყოფნით დასრულებული, ალბომმა მომღერალი ვიწრო წრეების საყვარელი არტისტიდან ა-კლასის პოპვარსკვლავად აქცია. 

ამ ეტაპზე Charli xcx ალბომის ტურნეში იმყოფება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრაიან ინო Microsoft-ს ისრაელის სამხედროების ტექნოლოგიით უზრუნველყოფის გამო აკრიტიკებს

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი სიფხიზლის შენარჩუნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრემის მოგება მისთვის ერთგვარი განკურნება იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი