მაილი საირუსი სიფხიზლის შენარჩუნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრემის მოგება მისთვის ერთგვარი განკურნება იყო

პოპვარსკვლავმა გაამხილა, რომ ის ლამის არ დაესწრო 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიას.
მაილი საირუსი
Apple Music

მაილი საირუსი მალე ახალ ალბომს გამოსცემს, სახელწოდებით Something Beautiful. თუმცა მანამდე მომღერალი ყველა იმ ნაბიჯს იხსენებს, რომელმაც ის ამ მომენტამდე მიიყვანა, სიფხიზლის შენარჩუნებიდან დაწყებული, გრემის მოგებით დასრულებული. 

ახალ ინტერვიუში პოპვარსკვლავმა გაამხილა, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დაძლევამ არა მხოლოდ მისი ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, არამედ გზა გაუკვალა უპრეცედენტო წარმატებისკენ, ალბომით Endless Summer Vacation. „სიფხიზლე ჩემთვის ღმერთივითაა. მე ის მჭირდება, მიყვარს. მან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა,” – ამბობს საირუსი. 

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ გრემის მოგება მისთვის ერთგვარი განკურნება იყო, ისეთივე, როგორც თავად Flowers-ის შექმნა. სიმღერამ 8 კვირა დაყო Billboard Hot 100-ის ლიდერ პოზიციაზე და საირუსს 2024 წელს პირველი გრემი მოუტანა საუკეთესო პოპ სოლო შესრულებისა და წლის ჩანაწერის კატეგორიებში.

„გულის სიღრმეში ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ სწორედ ჯილდოს ხელში დაჭერა და იმის განცდა მჭირდებოდა, რომ მაქვს რაღაც, რაც შემიძლია ხელში დავიჭირო და ჩემი ნამდვილი მიღწევა ვიგრძნო. გრემიზეც ამისთვის წავედი. ეს ნამდვილი განკურნება იყო.”

ეს მომენტი საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან საირუსი თავდაპირველად ცერემონიაზე წასვლას არ გეგმავდა. გარდა მღელვარებისა, როგორც ინტერვიუში აღნიშნავს, მას ეშინოდა საკუთარ თავთან იმის აღიარების, თუ რამდენად სურდა გამარჯვება. 

„თავიდან ვირიდებდი იმ ფაქტს, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ხოლო როცა გრემი ავიღე, ვფიქრობდი: ნახეთ, როცა გუგლში ჩემს სახელს მოძებნით, დაეწერება – მაილი საირუსი – გრემის მფლობელი არტისტი.”

მალე გუგლში ისიც დაიწერება, რომ საირუსს 9 ალბომი აქვს გამოცემული. მისი ახალი ალბომი Something Beautiful 30 მაისს გამოვა. ინტერვიუმდე ორი დღით ადრე მომღერალმა მასში შემავალი სიმღერების სიაც გაამხილა. ალბომში შედის დუეტები ბრიტანი ჰოვარდსა და ნაომი კემპბელთან.

ნახეთ მაილი საირუსის ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli xcx-ის თქმით, Brat-ის შემდეგ მისი მომდევნო ალბომი „სავარაუდოდ, კრახი იქნება”

შემდეგი სტატია

Kordz ნანი ბრეგვაძესთან მუსიკალურ კოლაბორაციას აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი