როდ სტიუარტი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების Lifetime Achievement Award-ის მფლობელი გახდა და ცერემონია Forever Young-ის სიმღერით დახურა

ლეგენდარული მუსიკოსი გაოცდა, როცა სცენაზე მისმა ხუთმა შვილმა წარადგინა.
როდ სტიუარტი 2025 წლის AMA-ზე
ROBYN BECK/AFP via Getty Images

როდ სტიუარტმა 2025 წლის AMA დახურა. მუსიკოსმა Lifetime Achievement Award მიიღო და შოუს დასასრულს აუდიტორიას ენერგიული გამოსვლა შესთავაზა.

80 წლის ლეგენდა სცენაზე მისი რვა შვილიდან ხუთმა წარადგინა. ესენი იყვნენ კიმი, რაბი, რენე, ლაიამი და შონი, რომელთაც პატივი მიაგეს მამის 60-წლიან კარიერას.

„სრულიად სახტად დავრჩი. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ისინი აქ იყვნენ,” – თქვა მუსიკოსმა მას შემდეგ, რაც შვილებს ჩაეხუტა. შემდეგ კი იხუმრა: „სულ რვა მყავს… სახლში ტელევიზორი არ მქონდა.”

სცენაზე სტიუარტმა ადრეული 1960-იანი წლები გაიხსენა – პერიოდი, როცა სიმღერა დაიწყო და როცა, მისივე თქმით, დარბაზში მსხდომთა დიდი ნაწილი დაბადებულიც არ იყო. „შეუპოვარი სურვილი მქონდა, რომ მემღერა. მხოლოდ ეს იყო, რისი კეთებაც მსურდა. სიმდიდრე და ცნობადობა არ მაინტერესებდა.” 

სტიუარტისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მასთან ერთად სცენაზე მისი ხუთი შვილი იდგა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ეს სასიამოვნო სიურპრიზი, რის შემდეგაც 1988 წლის ჰიტი Forever Young  შეასრულა. შავ შარვალში, თეთრ პიჯაკსა და შეხსნილ პერანგში გამოწყობილმა ლეგენდამ, რომელსაც ასაკი სრულებით არ ეტყობოდა, დაჯილდოების ცერემონია თავისი ენერგიული შესრულებით დახურა.

ნახეთ როდ სტიუარტის სამადლობელი სიტყვა:

ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების ორგანიზატორია Dick Clark Productions, რომელიც ბილბორდის მშობელი კომპანიის, Penske Media-ს მფლობელობაშია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემინემი 2025 წლის ამერიკის მუსიკალური დაჯილდოების ფავორიტი მამაკაცი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა

შემდეგი სტატია

SZA American Music Awards-ის დაჯილდოებაზე 2025 წლის 16 მაისი ROBYN BECK/AFP via Getty Images

ნახეთ 2025 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულთა სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი