ტეილორ სვიფტმა ალბომები დაიბრუნა, თუმცა All Too Well-ის 10-წუთიანმა ვერსიამ სამუდამოდ განამტკიცა „ტეილორის ვერსიის” ალბომების მემკვიდრეობა 

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე „ტეილორის ვერსიის” ალბომების მომავალი ბუნდოვანია, All Too Well (10-Minute Version)-ის კულტურული გავლენა უდავოა.
ტეილორ სვიფტი
Terence Rushin/TAS23/Getty Images for TAS Rights Management

როცა ტეილორ სვიფტმა ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც თავის პირველ ექვს ალბომთან ერთად პოზირებს, ზეიმიც დაიწყო. მომღერლის მილიონობით ფანი სიხარულით შეხვდა ნანატრ განცხადებას, რომ სვიფტმა საბოლოოდ შეძლო და თავისი პირველი ექვსი ალბომის საავტორო უფლებები გამოისყიდა. როგორც იქნა, სვიფტმა თავის ინტელექტუალურ საკუთრებაზე სრული კონტროლი დაიბრუნა, რაც თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში ძალიან რთული მისიაა, ყველაზე დიდი სუპერვარსკვლავებისთვისაც კი. 

კრეატიული საკუთრების დანაკლისის შესავსებად სვიფტმა ნახევარ დეკადაზე მეტი გაატარა იმ ალბომების ხელახლა ჩაწერაში, რომელთა საავტორო უფლებებიც თავად არ ეკუთვნოდა. მან ახლიდან გამოსცა 2008 წლის Fearless, 2012 წლის Red, 2010 წლის Speak Now და 2014 წლის „1989” და ყველა მათგანს „ტეილორის ვერსია” დაარქვა. აღნიშნული ალბომები უპრეცედენტოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მათ შეძლეს სვიფტის ფანების გაერთიანება მომღერლის ხედვისა და მოტივაციის გარშემო. „1989 – ტეილორის ვერსიას” კიდევ უფრო წარმატებული დებიუტი ჰქონდა, ვიდრე ორიგინალ ალბომს. თუმცა გარდა ამისა, ამ ალბომებმა მუსიკალური ინდუსტრია შეცვალეს: სხვა არტისტებმაც დაიწყეს გზების ძიება, თუ როგორ ჩაეწერათ თავიანთი მუსიკა ხელახლა, ლეიბლებმა კი კონტრაქტები შეცვალეს, რათა მათთვის ამის საშუალება არ მიეცათ. 

ახლა კი, მას შემდეგ, რაც სვიფტმა ძველი ალბომები დაიბრუნა, საინტერესო გახდა, თუ რა ბედი ეწევა მათ ახალ, „ტეილორის ვერსიებს”. მაგალითად, სვიფტი წერდა, რომ 2006 წლის ალბომი Taylor Swift უკვე სრულად ჰქონდა ჩაწერილი, 2017 წლის Reputation კი – ჯერ მხოლოდ მეოთხედი. ახლა ფანებს აინტერესებთ, დასრულდება თუ არა ოდესმე Reputation-ის „ტეილორის ვერსია”, ან გამოსცემს თუ არა უახლოეს მომავალში ხელახლა ჩაწერილ Taylor Swift-ს? და რაღა აზრი აქვს ალბომის ხელახლა ჩაწერას ახლა, როცა სვიფტი უკვე თავად ფლობს მათ ორიგინალ ვერსიებს?!

ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს, თუმცა დანამდვილებით ვიცით, თუ რამდენი რამ მოგვცა „ტეილორის ვერსიის” ალბომებმა, მათ შორისაა სიმღერა All Too Well (10-Minute Version), რომელიც შეუცვლელი ქვაკუთხედია სვიფტის კატალოგში. 

All Too Well-ის თავდაპირველი, ხუთწუთნახევრიანი ვერსია 2012 წელს გამოვიდა ალბომში Red და მომდევნო წლებში ფანების საყვარელი სიმღერა გახდა. მას შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ანონსდებოდა All Too Well-ის 10-წუთიანი ვერსია. Red-ის „ტეილორის ვერსიის” გამოცემა კი ამისთვის იდეალური შესაძლებლობა იყო. სვიფტის ნებისმიერი ფანისთვის სანერვიულო იყო გადაწყვეტილება, რითაც მათი საყვარელი სიმღერის ხანგრძლივობა თითქმის ორჯერ გაიზრდებოდა. თუმცა სიმღერის 10-წუთიანი ვერსია საბოლოოდ ორიგინალზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა. 

სვიფტის სიმღერების უმეტესობა 10-წუთიან ნიშნულამდე აყვანით არ გაუმჯობესდებოდა, მაგრამ All Too Well-ის სტრუქტურა ამ ფორმატის შესაძლებლობას იძლევა.

სიმღერის ახალ ვერსიასთან ერთად გამოვიდა თავად სვიფტის მიერ გადაღებული ვიზუალიც – All Too Well: The Short Film. მომღერალმა სიმღერის ახალი ვერსია Saturday Night Live-ზეც შეასრულა.  All Too Well „ტეილორის ვერსიის” პირველი სიმღერა გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე გავიდა. 

All Too Well არ არის მხოლოდ ჩარტის ლიდერი ჰიტი. ეს არის სიმღერა, რომელიც სვიფტის შემოქმედების განმსაზღვრელი გახდა და მას მყარად დაუმკვიდრა ადგილი, როგორც თანამედროვე კომპოზიტორს. და მომავალში, როცა კრიტიკოსებს, მწერლებსა და ისტორიკოსებს დასჭირდებათ სიმღერა, რომელიც სვიფტის კულტურულ გავლენას ასახავს, ეს სწორედ „ტეილორის ვერსიის”  All Too Well იქნება. 

ეს გავლენა ნათლად გამოჩნდა „ერას ტურში”, სადაც All Too Well კონცერტის ბოლოს სრულდებოდა. ყოველ ჯერზე ფანებით სავსე სტადიონი სიმღერის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სტროფებს სვიფტთან ერთად მღეროდა.  All Too Well (10-წუთიანი ვერსია) არ ყოფილა მხოლოდ კომერციული გათვლა ან მასალა კრიტიკოსებისთვის, ის საყოველთაო ჰიმნად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი, 2024 წლის 29 სექტემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი Billboard

საბრინა კარპენტერმა ახალი სინგლის, Manchild-ის გამოსვლა დააანონსა

შემდეგი სტატია

Comeback – გიორგი ცაგარელი სოლო პროექტით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი