საბრინა კარპენტერმა ახალი სინგლის, Manchild-ის გამოსვლა დააანონსა

სინგლი თებერვალში გამოცემულ Short n’ Sweet-ის დელუქს ალბომს მოჰყვება.
საბრინა კარპენტერი, 2024 წლის 29 სექტემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი Billboard
საბრინა კარპენტერი, 2024 წლის 29 სექტემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი Billboard

2024 წელს საბრინა კარპენტერმა  გულშემატკივრების მოწონება ჰიტ სინგლით, Espresso-თი დაიმსახურა. მომღერალი ცდილობს, ეს წარმატება წელსაც გაიმეოროს. პოპვარსკვლავმა ახალი სიმღერის, სახელწოდებით Manchild-ის გამოსვლა დააანონსა.

საბრინა კარპენტერმა სოციალურ მედიაში სიმღერის ყდის ფოტო გააზიარა და გაამხილა რომ სინგლი 

6 ივნისს გამოვა. – „ეს შენზეა” – წერს მომღერალი.

გრემის მფლობელმა არტისტმა თიზერ ვიდეოც გააზიარა, სადაც იგივე სამოსი აცვია, რაც Manchild-ის ყდაზეა. 

ახალი სიმღერის გამოსვლა საბრინა კარპენტერის მიღწევებით სავსე წელს მოჰყვება, – გასული ზაფხულის ჰიტი Espresso არტისტის  კარიერაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად იქცა. სიმღერამ 2024 წლის ივნისში Billboard Hot 100-ში მესამე ადგილი დაიკავა, ალბომი Short n’ Sweet- კი Billboard 200-ზე პირველ ადგილზე გავიდა. 

Manchild ასევე იქნება პირველი ახალი ნამუშევარი, თებერვალში გამოცემული Short n’ Sweet-ის დელუქს ალბომის შემდეგ.

ნახეთ საბრინა კარპენტერის პოსტი Manchild-ის  შესახებ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ედისონ რეი Popcast-ში Courtesy Photo

ედისონ რეის თქმით, ადრე ლეიბლები მას TikTok ვიდეოების გამოქვეყნებაში 20 დოლარს უხდიდნენ

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა ალბომები დაიბრუნა, თუმცა All Too Well-ის 10-წუთიანმა ვერსიამ სამუდამოდ განამტკიცა „ტეილორის ვერსიის” ალბომების მემკვიდრეობა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი