სპოტიფაის ჯო ჰედლი იაპონიის მუსიკალური სცენის გლობალურ საწყისებსა და იაპონიის მუსიკალური დაჯილდოების როლზე საუბრობს 

Billboard იაპონიამ სპოტიფაის მუსიკალური პარტნიორობისა და აუდიტორიის გლობალურ ხელმძღვანელთან ინტერვიუ ჩაწერა.
ჯო ჰედლი
Shun Itaba

2025 წელი იაპონიის მუსიკალური ინდუსტრიისთვის გარდამტეხი წელი იყო ტრანსფორმაციის ნიშანდობლივი ნიშნებით როგორც შინ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თუმცა როგორ გამოიყურება იაპონური მუსიკის მომავალი გლობალური გადმოსახედიდან? ამის გასარკვევად Billboard იაპონია სპოტიფაის მუსიკალური პარტნიორობისა და აუდიტორიის გლობალურ ხელმძღვანელს ესაუბრა, რომელიც იაპონიაში მუსიკალური დაჯილდოების პირველი ცერემონიისთვის ჩავიდა. 

ბოლო წლებში იაპონელი არტისტების მზარდმა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი წარმატებული ტურნე გამართა. ადამიანები ამბობენ, რომ J-პოპი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წინ მიიწევს. თქვენ როგორ აფასებთ ამჟამინდელ სიტუაციას?

შესანიშნავია, რომ აღნიშნული არტისტები საერთაშორისო ტურნეებში დადიან და მთელი მსოფლიოდან ჰყავთ ფანები. და ეს არ არის მხოლოდ ლაივ შოუები, სტრიმინგის ციფრებიც აჩვენებს, რომ ინტერესი მზარდია. 2024 წელს იაპონელი არტისტების შემოსავლის 50% იაპონიის გარედან იყო, საიდანაც სამი მეოთხედი იაპონურენოვან სიმღერებზე მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის აუცილებელი, რომ მუსიკა ინგლისურენოვანი იყოს, რათა საზღვრებს გარეთ გავიდეს. ეს კი მიუთითებს მსოფლიოს მზაობას იაპონური მუსიკის მიმართ.

კიდევ ერთი სტატისტიკა: მხოლოდ 2024 წელს იაპონელ არტისტებს 2.6 მილიარდი პირველადი სტრიმი ჰქონდათ სხვა ქვეყნების მსმენელისგან. ეს გასაოცარი მაჩვენებელია. 

ეს ნიშნავს იმას, რომ იაპონური მუსიკა დიდ ყურადღებას იპყრობს, თუ სტრიმინგ პლატფორმების ფართო გამოყენება, როგორიცაა სპოტიფაი, გლობალური მუსიკალური ბიზნესის სტრუქტურას ცვლის? თუ ორივე ერთად?

ცოტ-ცოტა ორივე. ჩვენ გვაქვს ძლიერი პროდუქტი და საოცარი სარედაქციო გუნდი. როცა მუსიკის გლობალიზაციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ ისეთი გლობალური პლატფორმებიც, როგორიცაა სპოტიფაი. ისინი წარმოადგენენ გუნდებსა და რედაქტორებს, რომლებიც სპეციალიზებული არიან თითოეულ ჟანრსა და რეგიონში და რომლებიც ერთიანდებიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა გააზიარონ მუსიკა და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, რომ ესა თუ ის მუსიკა სწორ ადგილებამდე მივიდეს. 

შეგიძლიათ გვესაუბროთ მუსიკალური ინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობაზე? რა ტრენდებსა და მოძრაობებს ადევნებთ თვალს?

მუსიკა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ყველა ტიპის არტისტს უსმენენ მისი ქვეყნის გარეთ. სპოტიფაის თითქმის 700 მილიონი ყოველთვიური მსმენელი ჰყავს და მისი შესაძლებლობა, გლობალურად მოახდინოს მუსიკის ექსპორტი, სულ უფრო იზრდება. 

ერთ-ერთი ბოლო ტრენდი, რომელსაც თვალს ვადევნებ, ქანთრი მუსიკის გლობალური ზრდაა. ჩვენ ვხედავთ მის გავრცელებას აშშ-ის გარეთ არა მხოლოდ ისეთ ადგილებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი და ევროპა, არამედ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს აფრიკული მუსიკის გავრცელებაც აფრიკის გარეთ. 

რა თქმა უნდა, იაპონური მუსიკაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვნახე ახალი ამბავი, რომ ONE OR EIGHT-ის DSTM იაპონური ბოიბენდის მიერ შესრულებული პირველი სიმღერა გახდა, რომელიც ამერიკული რადიოჩარტის ტოპ 40-ში შევიდა. ეს დიდებული დასაწყისია. 

ამ დრომდე მიიჩნევა, რომ იაპონური მუსიკალური ინდუსტრია დანარჩენ მსოფლიოს ჩამორჩება. როგორ ხედავთ იაპონიის ამჟამინდელ პოზიციას გლობალური მუსიკალური გადმოსახედიდან?

იაპონია ახლა ამ მოძრაობის შუაშია. ამიტომაც ვართ ახლა იაპონიაში და ერთი სული გვაქვს, დავესწროთ იაპონიის მუსიკალურ დაჯილდოებას. 

რას ფიქრობთ იაპონიის მუსიკალური დაჯილდოების წამოწყებაზე?

ვფიქრობ, ეს საოცარი შესაძლებლობაა. სპოტიფაი ამაყობს იაპონიის კულტურისა და გართობის ინდუსტრიის საზოგადოებასთან (CEIPA) ურთიერთობით ამ დაჯილდოებისთვის. მათი როლია, არტისტები და შემოქმედები გააძლიერონ და განავითარონ იაპონიის მუსიკალური ინდუსტრია როგორც შინ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც ვართ აქ და ვმონაწილეობთ დაჯილდოების სადებიუტო ცერემონიაში.

ნომინაციის „ტოპ გლობალური ჰიტი იაპონიიდან” ხუთი ნომინანტი სწორედ სპოტიფაის ხმის მიცემის სისტემით აირჩა და ხმა სწორედ სპოტიფაის საერთაშორისო მსმენელმა მისცა. რას ფიქრობთ ამ ჯილდოზე?

ბევრი ჯილდოა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნომინაცია, რომელიც მუსიკის რიგით ფანებს მოიცავს, ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულ რაოდენობას ვერ გავამხელ, მაგრამ შემოსული ხმების რაოდენობამ ჩემს მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. აღმაფრთოვანა იმან, თუ რამდენი ადამიანია დაინტერესებული ამ ჯილდოთი. 

თქვენი აზრით, როგორი მომავლის შექმნაში დაეხმარება იაპონიის მუსიკალური დაჯილდოება იაპონურ მუსიკალურ ინდუსტრიას?

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ამბავი თავად ის ფაქტია, რომ ეს ღონისძიება იმართება. ეს ქორწილივითაა, სადაც იმ ადამიანებს უყრი თავს, რომლებიც, სავარაუდოდ, ერთ სივრცეში არასდროს ყოფილან. ამ შემთხვევაში ესენი არიან არტისტები, პროდიუსერები, კომპოზიტორები და ა.შ. წელს ეს პირველად მოხდება, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება და დიდი გავლენაც ექნება. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ იაპონელი არტისტებით, არამედ საერთაშორისო მუსიკოსებსაც ჩამოიყვანს ქვეყანაში და ტალღის ეფექტი ექნება. თუმცა ჩემთვის ყველაზე გასაოცარი ნაწილი მაინც ისაა, რომ ეს ადამიანები ერთ სივრცეში შეიკრიბებიან და იგრძნობენ იმ ენერგიასა და კავშირებს, რომლებიც აქედან წამოვა.

როგორ ხედავთ იაპონიის მუსიკალური სცენის მომავალს?

ბოლო 5-10 წლის განმავლობაში ის უკვე საოცარი მიმართულებით ვითარდება. ვფიქრობ, რომ თუ სპოტიფაი განაგრძობს ზრდას, ჩვენც განვაგრძობთ ისეთ ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობას, როგორიცაა CEIPA და იაპონური მუსიკაც იმავე ტემპით გაიზრდება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იაპონური მუსიკისა და ზოგადად მუსიკის მომავლის მიმართ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი ამერიკელი რეპერი Conway the Machine თბილისში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator ამბობს, რომ Cherry Bomb-ის გამო მიღებული კრიტიკა მის ცხოვრებაში „ერთ-ერთი საუკეთესო რამ“ იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჰეკატეს ბაღი“ – შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ახალი კონცეპტუალური სივრცე გაიხსნა 

„ჰეკატეს ბაღი“ უკვე აქტიურად მასპინძლობს პირველ სტუმრებს. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე ასევე იგეგმება საგანმანათლებლო ვორქშოფებისა და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიების ჩატარება.
მეტი

გრეისი აბრამსის თმით, პოლ მესკალთან რომანმა წარსული ურთიერთობები სარკესავით დაანახა, რამაც სიმღერების წერის უნარი კიდევ უფრო გაუძლიერა

„იღბლიანი ვარ, რომ ის, როგორც პიროვნება, და მისი გონება ჩემი შთაგონების წყაროა,” - ამბობს მომღერალი.
მეტი

„მუსიკას აქვს უნარი, შეეხოს ადამიანს ყველაზე პირადულ, სიღრმისეულ დონეზე” – ინტერვიუ Moby-სთან

სცენაზე ასვლის წინ „Billboard საქართველო” Moby-ს კულისებში შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. არტისტმა მუსიკის როლზე, ინდუსტრიის თავისებურებებზე, მუსიკის მომავალსა და აქტივიზმზე ისაუბრა.
მეტი
Madonna Rafael Pavarotti

Madonna-მ WorldPride Amsterdam-ის სცენაზე კაილი მინოუგი მისი სიმღერის, Love Sensation-ის შესასრულებლად მიიწვია

პოპმუსიკის ლეგენდები სცენაზე ერთად 2024 წელსაც გამოჩნდნენ - Madonna-ს Celebration Tour-ის ფარგლებში, ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე
მეტი
NixNoies - GONE © yar_rosenpictures

NixNoies-ის მეორე საავტორო ალბომი – GONE

„საბოლოო ჯამში ამ ალბომზე მუშაობამ უფრო მეტად დამაახლოვა ჩემს თავთან, მამყოფა ეიფორიაში, გამაცინა, მატირა, გამომცადა და შემარიგა იმ ფიქრებთან და წარმოსახვებთან, რომლებსაც გავურბოდი ხოლმე. მივხვდი, რომ უხერხული არაფერია და რომ უკვე ყველაფერი ითქვა.“
მეტი

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი