Tyler, The Creator ამბობს, რომ Cherry Bomb-ის გამო მიღებული კრიტიკა მის ცხოვრებაში „ერთ-ერთი საუკეთესო რამ“ იყო

რეპერმა თავისი გამოცდილება Instagram-ის ახალ ვიდეოსერიაში, Ask It Anyway-ის ინტერვიუში გაამხილა.
Tyler, the Creator
Steve Granitz/FilmMagic

Tyler, The Creator-მა 2015 წლის ალბომ Cherry Bomb-ზე კრიტიკის ტალღის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო, რაც კი მომხდარა.

არტისტმა ეს ამბავი Instagram-ის ახალი ვიდეოსერიის – Ask It Anyway-ის ინტერვიუში გაიხსენა და აღნიშნა, რომ ალბომზე მიღებული კრიტიკა, ძირითადად, გადამეტებული მცდელობის შედეგი იყო. 

„ჩემი მიზანი იყო საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ იმ დროს ყველაზე მრავალფეროვანი პროდიუსერი ვიყავი,“ – თქვა ტაილერმა. კრიტიკამ კი მაიძულა, თავიდან მესწავლა, როგორ იწერება სიმღერა,” – აღნიშნა არტისტმა და დაამატა, “ის, რაც მაშინ გადამხდა, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო – ჩემს ოსტატობას და უნარებს მეტი ყურადღება მივაქციე.“

Cherry Bomb-ის შემდეგ ტაილერმა გამოუშვა ალბომი Flower Boy, რომელიც მიმომხილველებმა და მსმენელებმა მაშინვე აღიარეს მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. რეპერის თქმით, ეს იყო პირველი ალბომი, რომლის ყდაზეც მიუთითა, რომ ყველა სიმღერის ავტორი  თავად იყო  და პროდიუსინგი და არანჟირებაც  მასვე ეკუთვნოდა. 

„უნდა უთხრა ხალხს, ვინ ხარ და მახსოვს, რომ ამის შემდეგ დამოკიდებულება ნელ-ნელა შეიცვალა. ახლა ხალხი ქვეცნობიერად უკვე სხვაგვარად აღიქვამს ფროდაქშენს – რადგან

მათ ვუთხარი, რომ ეს ჩემი გაკეთებულია,” – აღნიშნა  Tyler, The Creator-მა ინტერვიუში.

ამჟამად ტაილერი Chromakopia World Tour-ს მართავს. მუსიკოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ტურნეში Cherry Bomb-იდან სიმღერებს არ შეასრულებს. ერთ-ერთმა ფანმა X-ზე დაწერა, რომ კონცერტზე Cherry Bomb-ის სკანდირებას დაიწყებდა, რაზეც ტაილერმა უპასუხა: „იყვირეთ რამდენიც გინდათ. იმედია, ამას არ გააკეთებთ, საშინლად გამაღიზიანებელია შოუს დროს. არ ვაპირებ მის შესრულებას. სკანდირებაც არ მაიძულებს, გადავიფიქრო.“

ნახეთ Tyler, The Creator-ის ინტერვიუ გადაცემაში  Ask It Anyway: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სპოტიფაის ჯო ჰედლი იაპონიის მუსიკალური სცენის გლობალურ საწყისებსა და იაპონიის მუსიკალური დაჯილდოების როლზე საუბრობს 

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – DANTE

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი