Public Enemy ახალ საპროტესტო სიმღერას გამოსცემს

„მძულს, რაც მსოფლიოსა და აშშ-ში ხდება,” – წერს Flavor Flav განცხადებაში.
Public Enemy
Sami Drasin

Public Enemy-მ ახალი საპროტესტო სიმღერა გამოსცა. March Madness 19 ივნისს ამერიკის თავისუფლების დღის (Juneteenth) პატივსაცემად გამოვიდა. 

„Public Enemy ისევ ებრძვის ძალაუფლებას,” – წერს Flavor Flav პლატფორმა X-ზე. მუსიკოსი იხსენებს, თუ როგორ მოაწერა 2021 წელს ჯო ბაიდენმა ხელი 19 ივნისის ეროვნული დღესასწაულად გამოცხადებას და რომ 160 წელი გავიდა, რაც 1865 წელს კონფედერაცია სამოქალაქო ომში დანებდა. შემდეგ კი აღნიშნავს: „მაგრამ დღესაც რაღაც მსგავსის წინაშე ვდგავართ განუწყვეტელი ძალისხმევებით, რომ ჩამოშალონ მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა. ჩვენ არ გვინდა ის, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის ხდება, ახლა კიდევ – ირანი. არ გვინდა, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება. მძულს ომი. მძულს, რაც მსოფლიოს გარშემო და აშშ-ში ხდება. ჩვენ შეერთებული შტატები უნდა ვიყოთ, ომი კი არ არის ერთიანობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები და შეგვიძლია მათი გამოყენება, სანამ ისინი კიდევ გვეკუთვნის. მე ეს პლატფორმა მაქვს და სანამ მექნება, მას გამოვიყენებ.”

მუსიკოსმა გააზიარა სიმღერაც, რომელშიც სამი უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. „პატივი იყო, მემუშავა ჰარვარდის, ბერკლისა და ჰოვარდის უნივერსიტეტების სტუდენტებთან, რათა შეგვექმნა საპროტესტო ჰიმნი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა პირისპირაც ახლა ვართ, როგორც ადამიანები.”

სიმღერა იწყება 911-ის ზარის ჩანაწერით, სადაც ოპერატორი ზარის ავტორს ეკითხება, კიდევ ესმის თუ არა გასროლის ხმები. ჟურნალისტი კი ეთერში აცხადებს: „თქვენ ისმენთ მასწავლებლის ხმას, რომელიც შველას ითხოვს და ამავდროულად სტუდენტების დამშვიდებას ცდილობს.”

განცხადება გაავრცელა ასევე Chuck D-მ, რომელიც სწორედ იარაღით ჩადენილ ტერორისტულ აქტებს ეხება: „იარაღით ძალადობა არ არის ნორმალური, მაგრამ იმდენი ხანია გრძელდება, რომ უკვე ნორმალიზდა. ჩვენ მას უნდა მოვეპყროთ, როგორც ავადმყოფობასა და ეპიდემიას, რაც რეალურად არის.”

გრემის ნომინანტი ჯგუფი ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც ივნისში იტალიაში დაიწყო. Public Enemy  ასევე წარდგება Guns n’ Roses-ის ევროპული ტურნეს რამდენიმე კონცერტზე. 

მოუსმინეთ March Madness-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლეგენდა სცენაზე – ნანი ბრეგვაძის კონცერტი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – Iliona (საფრანგეთი)

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი