გერმანიის პროკურატურამ ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმისთვის ბრალი კიდევ ერთ მოზარდს წაუყენა

ბრალდებული სირიული წარმოშობის არასრულწლოვანია.
პოლიცია იცავს შტეფანპლაცს, სადაც ტეილორ სვიფტის ფანები იკრიბებიან. 2024 წლის 8 აგვისტო, ვენა, ავსტრია.
Thomas Kronsteiner/Getty Images

გერმანიის პროკურატურამ სირიული წარმოშობის მოზარდს ბრალი წაუყენა ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობისათვის. საქმე ეხება შარშან ვენაში დაგეგმილ თავდასხმას, რომელიც ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სამართალდამცავებმა დროული რეაგირებით თავდასხმის აღკვეთა შეძლეს.

გერმანიის პროკურატურამ 27 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანს ოფიციალურად წარდგენილი აქვს ბრალი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედების ჩადენის მცდელობისთვის. არასრულწლოვნობის გამო მისი სრული სახელი არ სახელდება – პროკურატურა მას მოიხენიებს მხოლოდ ინიციალებით, როგორც „მოჰამედ ა.“-ს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, მოჰამედ ა. სირიის მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (IS) მიმდევარი იყო. ის დახმარებას უწევდა ავსტრიელ თინეიჯერს ტეილორ სვიფტის კონცერტზე ბომბის აფეთქების დაგეგმვაში. კონცერტები 2024 წლის აგვისტოში ვენაში, ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა შოუები ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ავსტრიის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ თავდასხმის გეგმა დროულად გამოავლინა და აღკვეთა.

ბრალდების მიხედვით, მოჰამედ ა. სავარაუდოდ, კონტაქტში იყო თავდასხმის მთავარ ორგანიზატორთან – 19 წლის ავსტრიელ მოქალაქესთან. პროკურატურის ინფორმაციით, მოჰამედ ა.-მ თარგმნა ბომბის დამზადების ინსტრუქციები, გააგზავნა ე.წ. ერთგულების ფიცი ისლამური სახელმწიფოსადმი და მთავარ ბრალდებულს ტერორისტული ქსელის სხვა წევრთან კავშირის დამყარებაში დაეხმარა.

მთავარი ეჭვმიტანილი – 19 წლის ავსტრიელი – 7 აგვისტოს, დაგეგმილი კონცერტის წინ დააკვეს. მასთან ერთად დააკავეს 17 წლის სავარაუდო თანამზრახველიც, ხოლო ორი დღის შემდეგ ავსტრიის პოლიციამ კიდევ ერთი – 18 წლის ეჭვმიტანილი აიყვანა.

ტერორისტული გეგმის აღკვეთის შემდეგ ტეილორ სვიფტის Eras Tour გაგრძელდა, თუმცა უსაფრთხოების დამატებითი ზომებით.

მომღერლის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თავად სვიფტი ამ თემას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვრცელი პოსტით გამოეხმაურა მას შემდეგ, რაც ტურნეს ევროპული ეტაპი დასრულდა. „ამ ამბავმა შიში და უდიდესი დანაშაულის გრძნობა მომგვარა – იმდენი ადამიანი ემზადებოდა ამ კონცერტებისთვის. მაგრამ ამავდროულად მადლიერი ვიყავი სამართალდამცავი ორგანოების, რადგან მათი დამსახურებით, გაუქმებულ შოუებზე ვდარდობდით და არა – ადამიანების სიცოცხლეზე,“ – დაწერა სვიფტმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – HELLMERRY (Philippines)

შემდეგი სტატია

ქართველმა არტისტმა Saphileaum-მა კალიფორნიულ ლეიბლზე ახალი ალბომი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი