LL Cool J ახალი დოკუმენტური სერიალის – Hip Hop Was Born Here ტრეილერში მაყურებელს ნიუ-იორკის რეპის ისტორიას უყვება

„თუ გინდათ, დღეს ჰიპ-ჰოპის ძალა გაიგოთ, უნდა დაბრუნდეთ იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო,“ – ამბობს LL Cool J ტრეილერში, როცა ბრონქსის ქუჩებში დადის – იქ, სადაც 70-იან წლებში DJ Kool Herc უკრავდა და კულტურა იბადებოდა.
Hip Hop Was Born Here

LL Cool J ახალი დოკუმენტური სერიალის ფარგლებში ამერიკული ფეხბურთის ლეგენდასთან, პეიტონ მენინგთან ერთიანდება. Hip Hop Was Born Here – ასე ჰქვია პროექტს, რომლის პრემიერაც 22 ივლისს Paramount+-ზე შედგება. 

ხუთი ეპიზოდისაგან შემდგარი სერიალის პირველი ტრეილერი 27 ივნისს გავრცელდა. ვიდეოში LL Cool J მაყურებელს ნიუ-იორკის ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ამოგზაურებს – რეპერი ესაუბრება როგორც ძველი თაობის, ისე ახალი სკოლის წარმომადგენელ ნიუ-იორკელ რეპერებს, რათა გადმოსცეს, როგორ ჩამოყალიბდა ჰიპ-ჰოპის მექა იმ სახით, როგორსაც დღეს ვიცნობთ.

„თუ გინდათ, დღეს ჰიპ-ჰოპის ძალა გაიგოთ, უნდა დაბრუნდეთ იქ, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო,“ – ამბობს LL Cool J ტრეილერში, როცა ბრონქსის ქუჩებში დადის –  იქ, სადაც 70-იან წლებში DJ Kool Herc უკრავდა და კულტურა იბადებოდა.

პეიტონ მენინგმა, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია, თავისი კომპანიის, Omaha Productions-ის სახელით განაცხადა:

„ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვთანამშრომლობთ LL Cool J-სთან, Rock the Bells-სთან და Paramount-თან. მართალია, მუსიკა ჩემი სფერო ნამდვილად არ არის, მაგრამ სპორტსა და მუსიკას ბევრი საერთო აქვს – ორივე მოითხოვს შრომას, თავდადებას და ორივე მათგანი, საუკეთესო შემთხვევაში, ადამიანებს აერთიანებს. ჰიპ-ჰოპის ისტორია, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, აუცილებლად მოსაყოლი ისტორიაა  და მის თხრობას ტოდზე (LL Cool J-ის ნამდვილი სახელი – ტოდ სმითი) უკეთესად ვერავინ გაართმევდა თავს.“

სერიალში ნიუ-იორკის ჰიპ-ჰოპის ლეგენდებიც ჩნდებიან: Big Daddy Kane, Doug E. Fresh, Method Man, Rev Run, ასევე Jadakiss, Sheek Louch, Roxanne Shante, Lady London, Bimmy, Marley Marl და Grandmaster Caz.

სერიალი – Hip Hop Was Born Here სტრიმინგ სერვისზე  22 ივლისიდან გამოჩნდება. 

ნახეთ ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Evanescence Travis Shinn

Evanescence-მა სიმღერით Afterlife პირველად ჩარტ Mainstream Rock Airplay-ში პირველი ადგილი დაიმკვიდრა

შემდეგი სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – SUYEN (ფილიპინები) 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი