Diddy-ს შვილი კინგ კომბსი მამის სასამართლო ვერდიქტს ეხმიანება

კინგ კომბსმა ცოტა ხნის წინ კანიე უესტთან ერთად EP გამოსცა, რომელშიც შედის სიმღერა, სახელწოდებით Diddy Free.
Diddy-ს ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლო შენობას მას შემდეგ ტოვებენ, რაც ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯლებმა ხუთი ბრალდებიდან Diddy მხოლოდ ორი მუხლით სცნეს დამნაშავედ. 2025 წლის 2 ივლისი ფოტო: სელჩუკ აკარი / Anadolu via Getty Images.
Diddy-ს ოჯახის წევრები და მეგობრები სასამართლო შენობას მას შემდეგ ტოვებენ, რაც ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯლებმა ხუთი ბრალდებიდან Diddy მხოლოდ ორი მუხლით სცნეს დამნაშავედ. 2025 წლის 2 ივლისი
ფოტო: სელჩუკ აკარი / Anadolu via Getty Images.

ამერიკელი რეპერის, Diddy-ს ვაჟი – კინგ კომბსი მამის ნაწილობრივი გამართლების შემდეგ სასამართლოს შენობის წინ პრესასთან გამოჩნდა და ვერდიქტის შესახებ ისაუბრა. 

ჟურნალისტებთან საუბრისას კინგ კომბსმა მადლიერება გამოხატა: „გვიყვარხართ ყველა, გვიყვარხართ ისინი, ვინც გვიყურებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.  მამა სახლში მოდის. ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო,“  –  თქვა კომბსმა.

2 ივლისს Diddy სექსუალური ტრეფიკინგისა და რეკეტის ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნეს, თუმცა პროსტიტუციის ორგანიზებისა და ხელშეწყობის ნაწილში ის დამნაშავედ გამოცხადდა. 

შვიდკვირიანი სასამართლო პროცესის დასასრულს, ორდღიანი მსჯელობის შემდეგ, მოსამართლე საბოლოო ვერდიქტზე შეთანხმდა. 

Diddy საპატიმროში 2024 წლის 16 სექტემბიდან იმყოფება. რეპერის საქმესთან დაკავშირებით თავდაპირველი სკანდალი მის ყოფილ პარტნიორს, კეისი ვენტურას უკავშირდება, რომელმაც 2023 წლის ნოემბერში სასამართლოში სარჩელი შეიტანა და Diddy წლების განმავლობაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. Billboard-თან გაკეთებულ განცხადებაში მისი ადვოკატი დაგლას ვიგდორი ამბობს: 

„სისხლის სამართლის პროცესი იმით დაიწყო, რომ ჩვენს კლიენტს, კეისი ვენტურას, ეყო სიმამაცე, საჯაროდ ეთქვა სიმართლე და სასამართლოსთვის მიემართა. მიუხედავად იმისა, რომ Diddy სექსტრეფიკინგში დამნაშავედ არ ცნეს საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, კეისის ძალისხმევამ გზა გაუხსნა მის გამამტყუნებელ ვერდიქტს. კეისიმ ამ გამბედაობით  წარუშლელი კვალი დატოვა როგორც შოუბიზნესში, ასევე სამართლიანობისთვის ბრძოლაში,“ –  განაცხადა ვიგდორმა.

Diddy-სა და მისი ადვოკატების მხრიდან სააპელაციო სარჩელის შეტანა თითქმის გარდაუვალია მას შემდეგ, რაც საბოლოო სასჯელი გამოცხადდება. ამ ეტაპზე კი რეპერი  პატიმრობაში რჩება, რადგან გირაოს შეფარდება კვლავაც უარყოფილია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent შონ კომბსის ვერდიქტს ეხმაურება: „ის ცუდი კაცია”

შემდეგი სტატია

ლიზა ბათიაშვილი იმპერატორ ოტოს პრემიით დაჯილდოვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ - აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

მომღერალმა ინსტაგრამის „სთორებში" რამდენიმე პოსტიც გააზიარა, რომლებიც აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის გაუქმების მოწოდებას შეიცავს.
მეტი