Browsing Tag

Liza Batiashvili

5 posts

ქართველი მუსიკოსების კონცერტი გერმანიაში

3 ოქტომბერს გერმანიაში, ბონში, ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება. კონცერტი ბეთჰოვენფესტზე ლიზა ბათიაშვილის რეზიდენციის ფინალური გამოსვლა იქნება. ქართველი მევიოლინე სცენას თავისი ფონდის, Lisa Batiashvili Foundation-ის სამ სტიპენდიანტთან ერთად გაიზიარებს. ესენი არიან: ცოტნე ზედგინიძე, სანდრო ნებიერიძე და გიორგი მარდალეიშვილი. შესრულდება კამერული მუსიკის…

ლიზა ბათიაშვილი და გიორგი გიგაშვილი ჩრდილოამერიკულ ტურნეში მიემგზავრებიან

ლიზა ბათიაშვილი და გიორგი გიგაშვილი ჩრდილოამერიკულ ტურნეში მიემგზავრებიან. ქართველი მუსიკოსები ოთხ ქალაქში (ტორონტო, ნიუ-იორკი, პრინსტონი, ბოსტონი) ჯამში ხუთ კონცერტს გამართავენ. კონცერტების სერია სტარტს 26 აპრილს ტორონტოში, სამეფო კონსერვატორიაში აიღებს. მუსიკოსები ასევე წარდგებიან ისეთ ცნობილ სცენებზე, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი, პრინსტონის უნივერსიტეტი და…

ლიზა ბათიაშვილი ზალცბურგის Mozarteum University-ს პროფესორი გახდება

ცნობილი ქართველი ვიოლინისტი ლიზა ბათიაშვილი 2026 წლის ოქტომბრიდან ზალცბურგის “მოზარტეუმის უნივერსიტეტში” პროფესორის პოზიციას დაიკავებს. უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბათიაშვილი, რომელიც ერთნაირი აღიარებით სარგებლობს როგორც მსმენელებს, ისე კოლეგებს შორის, უნივერსიტეტს თავისი გამორჩეული ვირტუოზულობითა და მუსიკალური ნიჭით უერთდება. „ჩემთვის უდიდესი პატივი და…

ლიზა ბათიაშვილი იმპერატორ ოტოს პრემიით დაჯილდოვდა

ლიზა ბათიაშვილი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, იმპერატორ ოტოს პრემიის ლაურეატი გახდა. პრემია გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან ევროპული ერთიანობის პროცესსა და ევროპის იდეის ხელშეწყობას. ჯილდო 2005 წლიდან არსებობს და ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. სხვადასხვა დროს მისი ლაურეატები გახდნენ ევროპის ქვეყნების…

ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის კონცერტი ბრიუსელში

16 ნოემბერს ბრიუსელში ლიზა ბათიაშვილისა და გიორგი გიგაშვილის კონცერტი გაიმართება. ქართველი მუსიკოსები ევროპელი მსმენელის წინაშე ფესტივალ „ევროპალიას” ფარგლებში ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, Bozar-ში წარდგებიან. კონცერტზე შესრულდება ვაჟა აზარაშვილის, მენდელსონისა და სეზარ ფრანკის ნაწარმოებები. სოციალურ ქსელში ლიზა ბათიაშვილი რეპეტიციის კადრებს აზიარებს, სადაც…