ჯასტინ ბიბერი ახალი ალბომით ბრუნდება

მომღერალს 2021 წელს გამოცემული ალბომის, Justice-ის შემდეგ სრული სტუდიური ჩანაწერი აღარ გამოუშვია.
ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis
ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis

10 ივლისს ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომის სახელი და სიმღერების სია ბილბორდების საშუალებით გაამჟღავნა. შავ-თეთრ ბანერზე, რომელიც  Times Square-ზეა განთავსებული, ჯასტინ ბიბერი წინა პლანზე დგას,  ფონზე კი მისი მეუღლე, ბრენდ –  Rhode-ის დამფუძნებელი ჰეილი ბიბერია მათი ვაჟის, ჯეკ ბლუზის თანხლებით.  ბანერზე ასევე ჩანს 20 სიმღერისგან შემდგარი სია, სადაც ვხვდებით სახელწოდებებს: All I Can Take, Go Baby, Dadz Love და Swag.

შესაძლოა, Swag ალბომის სახელწოდებაც იყოს, რადგან მსგავსი ბანერები ჯასტინ ბიბერის სხვა ფოტოებით და  მხოლოდ ამ სიტყვით ლოს-ანჯელესში და ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკშიც გამოჩნდა.

მუსიკოსის ბანერები The Hollywood Reporter-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ჯასტინი 11 ივლისს რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომს გამოსცემს. 

აღსანიშნავია, რომ  ჯასტინს 2021 წელს გამოცემული ალბომის, Justice-ის შემდეგ სრული სტუდიური ჩანაწერი აღარ გამოუშვია.

ახალი ალბომი ასევე არტისტის პირველი სოლო ნამუშევარი იქნება, მას შემდეგ, რაც აგვისტოში მამა გახდა.  Billboard-მა კომენტარისთვის ჯასტინ ბიბერის წარმომადგენელს მიმართა.

ბიბერი ბოლო თვეების განმავლობაში ინსტაგრამ გვერდზე, აქტიურად ავრცელებდა სტუდიაში გადაღებულ ფოტო/ვიდეოებს. 2025 წელს იგი არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრშიც, მას შემდეგ, რაც პირად გვერდზე საიდუმლოებით მოცულ ტექსტებს აქვეყნებდა. 

ნახეთ ჯასტინ ბიბერის ერთ-ერთ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კირა ნაიტლი ფილმიდან Pride & Prejudice/ Courtesy Everett Collection

ფილმ Pride & Prejudice-ის 20 წლის იუბლესთან დაკავშირებით ვინილი გამოიცა, რის შემდეგაც ფილმის საუნდტრეკი ჩარტების სათავეში მოექცა

შემდეგი სტატია

უიტნი ჰიუსტონი Marc Bryan-Brown, Courtesy of The Estate of Whitney E. Houstonm

უიტნი ჰიუსტონის სახელობის Legacy of Love –  გალაზე ჯენიფერ ჰადსონი მთავარ შემსრულებელად წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი