ფილმ Pride & Prejudice-ის 20 წლის იუბლესთან დაკავშირებით ვინილი გამოიცა, რის შემდეგაც ფილმის საუნდტრეკი ჩარტების სათავეში მოექცა

ფილმის საუნდტრეკი ვინილის რელიზის შემდეგ პირველად კლასიკური ალბომების ჩარტების სათავეში მოექცა.
კირა ნაიტლი ფილმიდან Pride & Prejudice/ Courtesy Everett Collection
კირა ნაიტლი ფილმიდან Pride & Prejudice/ Courtesy Everett Collection

2005 წელს გადაღებული ფილმის, Pride & Prejudice-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფილმის საუნდტრეკების ვინილი გამოიცა. ხელხალი გამოცემის შემდეგ კი საუნდტრეკი Billboard-ის კლასიკური ალბომების ჩარტებში – Classical Albums და  Classical Crossover Albums-ში  N1 ადგილზე მოხვდა. 

ფილმის საუნდტრეკი დარიო მარიენალიმ დაწერა, რომელსაც პიანისტი ჟან-ივ ტიბაუდე და ინგლისის კამერული ორკესტრი ასრულებს. ვინილის ფორმატში ალბომი 27 ივნისს გამოვიდა. 

Billboard-ის მონაცემების მიმწოდებელი მთვლელი კომპანიის, Luminate-ის  მიხედვით, ალბომმა აშშ-ში 9 000 ექვივალენტური ერთეული მოაგროვა, რაც წინა კვირასთან შედარებით 974%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აქედან 8 000-ზე მეტი კი ალბომის ფიზიკურ გაყიდვებზე მოდის.  

ვინილის სახით გამოცემული ალბომი Billboard-ის საუნდტრეკების ჩარტში საუკეთესო – N3-ე მაჩვენებელზე ავიდა და პირველად გამოჩნდა ვინილის ალბომების (N5), საყოველთაო ალბომბისა  (N9) და Billboard 200-ის (N180)  ჩარტებში.

Billboard 200 –  კვირის განმავლობაში აშშ-ში ქვეყნის მასშტაბით ყველა ჟანრის ყველაზე მოთხოვნადი ალბომების მონაცემებს ასახავს. ვინილის ალბომების და საყოველთაო ალბომების გაყიდვების ჩარტები კი კვირის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი ვინილის ალბომების მონაცემებს აჩვენებს.

ფილმი  Pride & Prejudice რეჟისორმა ჯო რაიტმა გადაიღო, სადაც  მთავარ როლებს კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფეიდიენი ასრულებენ. ფილმმა ოთხი ოსკარი მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:  საუკეთესო მსახიობი ქალი – კირა ნაიტლი, საუკეთესო სცენოგრაფია – სარა გრინვუდი, კეტი სპენსერი, საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი – ჟაკლინ დურანი და საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – დარიო მარიანელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენი ბლანკოს თქმით, მისი და სელენა გომესის ქორწილი მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი იქნება

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი Evan Paterakis

ჯასტინ ბიბერი ახალი ალბომით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი